კერძოდ, 31 მარტიდან, სატრანსპორტო საშუალებების ევაკუაციის საფასური 150 ლარი იქნება, ხოლო საჯარიმო სადგომზე დამატებით დგომის ფასი 20 ლარით განისაზღვრა.
დღეის მდგომარეობით, პეციალურ დაცულ სადგომზე ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაყვანის ხარჯი 60 ლარს შეადგენს.
ავტოტრანსპორტი, სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანას ექვემდებარება:
- თუ ავტომობილი გაჩერებულია „დგომა აკრძალულია“ და „გაჩერება აკრძალულია“ საგზაო ნიშნის მოქმედების ზონაში, სამართალდამრღვევი არ იმყოფება სატრანსპორტო საშუალებასთან ან უარს აცხადებს სატრანსპორტო საშუალების აკრძალული ადგილიდან გადაყვანაზე, ხოლო სატრანსპორტო საშუალება აფერხებს მოძრაობას, ქმნის საავარიო ვითარებას ან საცობს;
- თუ ავტომობილი გაჩერებულია ფასიანი პარკირების ზონაში 12 საათზე მეტ ხანს და არ არის გადახდილი პარკირების საფასური;
- თუ ავტომობილი გაჩერებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის გამოყოფილ სპეციალურ პარკირების ადგილზე და ავტომობილზე არ არის შესაბამისი საცნობი ნიშანი დამაგრებული;
- თუ ავტომობილის პარკირება ხელს უშლის საგზაო მოძრაობას და საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ წესრიგს;
- დედაქალაქის ტერიტორიაზე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ დადგენილი ავტოტრანსპორტის პარკირების წესების სხვა დარღვევის შემთხვევაში, თუ ავტოტრანსპორტი აფერხებს საგზაო მოძრაობას ან საშიშროებას უქმნის მოძრაობის უსაფრთხოებას;