weather cur horoscope tv
ნოემბერი 02, 2024

ქობულეთში „ალტ-ინფოს“ პარტიის ოფისთან ჯგუფური ძალადობისთვის 5 პირი დააკავეს

15:31 ოთხშაბათი, 30 მარტი 2022
მოძრაობა სირცხვილიას ფოტო მოძრაობა სირცხვილიას ფოტო

ქობულეთში, „ალტ-ინფოს“ პარტიის ოფისთან 22 მარტს მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით, ხუთი პირი დააკავეს. პროკურატურამ მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით წარუდგინა, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურ ძალადობას გულისხმობს.

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ „კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს, ზ.ჩ-მ, გ.გ-მ, ზ.გ-მ, ზ.ფ-მ და ი.ი-მ ჯგუფურად ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს გ. ჯ-ს, გ. რ-ს და თ.ქ-ს. 

სამართალდამცველებმა ბრალდებულები სასამართლოს განჩინების საფუძველზე, გუშინ, 29 მარტს დააკავეს. პროკურატურა ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს.

სამოქალაქო აქტივისტმა, ნიკა რომანაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ აქციის მონაწილეები პროკურატურამ დაზარალებულად ცნო.

„დაუსჯელობის სინდრომი ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში უნდა დასრულდეს. არავის არ უნდა მიეცეს საშუალება, სხვისი უფლებები შელახოს და ფეხქვეშ გათელოს მეორე ადამიანის ღირსება“, – წერს ნიკა რომანაძე.

22 მარტს, ქობულეთში, უკრაინის დროშებით მშვიდობიანი აქცია-მსვლელობა გაიმართა, რომლის მონაწილეებმა „ალტ-ინფოს“ პარტიის ოფისთანაც გაიარეს და მისი გახსნა გააპროტესტეს. ოფისში მყოფმა პირებმა მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. 23 მარტს, „რეგინფოს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, რომ პოლიციას ადმინისტრაციული წესით „ალტ-ინფოს“ თორმეტი წევრი და მხარდამჭერი ჰყავდა დაკავებული. მათ წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცველებისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდნენ. ბათუმის საქალაქო სასამართლომ თერთმეტი დაკავებული 2000, ერთი კი 3500 ლარით დააჯარიმა და გაათავისუფლა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]