weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

„ალტ-ინფოს“ ქობულეთის ოფისთან დაკავებულ 5 პირს გირაო – 5000-5000 ლარი შეეფარდა

15:15 ხუთშაბათი, 31 მარტი 2022
ფოტო: Facebook / მოძრაობა სირცხვილია ფოტო: Facebook / მოძრაობა სირცხვილია

ქობულეთში, პრორუსული და ძალადობრივი ჯგუფის, „ალტ-ინფოს“ პარტიის ოფისთან სამ ადამიანზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულ ხუთ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეეფარდა. ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ისინი 5000-5000 ლარის გადახდის შემდეგ გათავისუფლდებიან.

პროკურორმა პაატა ცეცხლაძემ თითოეული ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდების თაობაზე შუემდგომლობა დააყენა და ახალი დანაშაულის ჩადენის, მიმალვისა და მოწმებზე ზემოქმედების საფრთხეებზე მიუთითა. მოსამსართლე თამარ ბეჟანიშვილმა ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

„ბრალდებულებს ბრალად ედებათ ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენა, რომელიც სასჯელად ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას, ასევე, ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. არცერთი მათგანი არ არის ნასამართლევი, როგორც გამოძიების მასალებიდან ჩანს, გამოძახებისთანავე გამოცხადდნენ გამოძიების ორგანოში და მისცეს ინფორმაცია. ასეთი კატეგორიის საქმეებზე ჩვენ გვაქვს სასამართლო პრაქტიკა. სხვათა შორის, ცნობილია შუამდგომლობის დამყენებელი მხარისთვისაც, როგორ გადაწყვეტილებებს იღებს ასეთ შემთხვევაში სასამართლო ნებისმიერ სისხლის სამართლის საქმეზე. რა თქმა უნდა, ეს პრაქტიკა გავრცელდება ამ კონკრეტულ საქმესთან მიმართებაშიც“, – განაცხადა მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა.

პროცესის დასრულების შემდეგ პროკურორმა თქვა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და მას ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებს.

22 მარტს, ქობულეთში, უკრაინის დროშებით მშვიდობიანი აქცია-მსვლელობა გაიმართა, რომლის მონაწილეებმა „ალტ-ინფოს“ პარტიის, „კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისთანაც გაიარეს და მისი გახსნა გააპროტესტეს. პარტიის მხარდამჭერებმა მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

23 მარტს, „რეგინფოს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, რომ პოლიციას ადმინისტრაციული წესით „ალტ-ინფოს“ თორმეტი წევრი და მხარდამჭერი ჰყავდა დაკავებული. მათ წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცველებისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდნენ. ბათუმის საქალაქო სასამართლომ თერთმეტი დაკავებული 2000, ერთი კი 3500 ლარით დააჯარიმა და გაათავისუფლა.

29 მარტს პოლიციამ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე კიდევ 5 პირი დააკავა. პროკურატურამ მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით წარუდგინა, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურ ძალადობას გულისხმობს. როგორც პროკურატურაში განაცხადეს, გამოძიებით დადგინდა, რომ „კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს, ზ.ჩ-მ, გ.გ-მ, ზ.გ-მ, ზ.ფ-მ და ი.ი-მ ჯგუფურად ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს გ. ჯ-ს, გ. რ-ს და თ.ქ-ს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]