weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

დავით სონღულაშვილმა ენერგეტიკისა და კლიმატის სამოქმედო გეგმის შესახებ სესია გახსნა

16:40 ხუთშაბათი, 31 მარტი 2022

საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით სონღულაშვილმა 2 დღიანი სესია ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესახებ კახეთში გახსნა.

შეხვედრის მიზანია, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ შემუშავებული და საქართველოს პარლამენტში წარდგენილი NECP-ის დოკუმენტის განხილვა.

როგორც სესიის გახსნისას კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა საქართველო, ევროკავშირის ქვეყნების შემდეგ იქნება ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა, რომელიც დებულებების დიდ ნაწილს 2022 წლის ბოლოს გადაიტანს ეროვნულ კანონმდებლობაში.

„როგორც მოგეხსენებათ, ენერგეტიკისა და კლიმატის გეგმები ევროკავშირის ქვეყნებმა მიიღეს 2019-2020 წლებში, ხოლო ალბანეთმა - 2021 წლის ბოლოს. ჩვენ ვიქნებით ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა, რომელიც ევროკავშირის ქვეყნების შემდეგ, გადაიტანს დებულებების დიდ ნაწილს ეროვნულ კანონმდებლობაში 2022 წლის ბოლოს, ხოლო 2023 წელს ამ დოკუმენტს წარადგენს ენერგეტიკულ კავშირში და სრულად მოახდენს მის მიღებას მოთხოვნილ ვადებში 2024 წელს,“ - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს ენერგეტიკისა და კლიმატის ინტეგრირებული ეროვნული გეგმის პროექტის შესახებ რეკომენდაციები წარმოადგინეს დოკუმენტზე მომუშავე ექსპერტებმა.

აღსანიშნავია, რომ 2021-2023 წლების ენერგეტიკისა და კლიმატის ცვლილების ეროვნული ინტეგრირებული გეგმის შემუშავება განხორციელდა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე. დოკუმენტის მიზანია სათბური ემისიების შემცირება, განახლებადი წყაროებიდან გამომუშავებული ენერგიების მოცულობის გაზრდა, ენერგოეფექტურობის საკითხის წინ წამოწევა და ენერგეტიკული სისტემის სხვა სისტემებთან ურთიერთდაკავშირება.

სესია ჩატარდა საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ორგანიზებით, გაერთიანებული სამეფოს ფინანსური მხარდაჭერითა და ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდთან (WFD) თანამშრომლობით.

[R] გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაცია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]