weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ითხვისში 12 ოჯახი გაიყვანეს, „ჯორჯიან მანგანეზი“ სახლების ნგრევასთან კავშირს უარყოფს

17:59 ხუთშაბათი, 31 მარტი 2022
გიორგი ნეფარიძის ფოტო გიორგი ნეფარიძის ფოტო

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისში სახლები ინგრევა და მიწას ჩააქვს. საცხოვრებლის გარეშე სულ მცირე 12 ოჯახი დარჩა. თავს უსაფრთხოდ არ გრძნობენ სხვებიც.

ადგილობრივების ინფრომაციით, მიწა დაახლოებით ორი კვირის წინ დაიძრა. მას შემდეგ ეზოებში, ნაკვეთებსა და გზებზე ნაპრალები გაჩნდა. ზოგიერთი სახლი დაბზარულია, ზოგი კი მთლიანად მიწაშია ჩასული. სოფელში განვითარებულ პროცესებს მანგანუმის მოპოვებას უკავშირებენ. ადგილობრივები ფიქრობენ, რომ კომპაანია „ჯორჯიან მანგანეზი“ სოფლის ქვეშ ფარულად მოიპოვებს მანგანუმს და სადაც მაღარომ გაიარა, სახლები ვარდება.

„ინგრევა ყველაფერი, ეზო, კარ-მიდამო... სახიფათოა აქ დარჩენა. იძულებულები ვართ, წავიდეთ. მოვნახავთ სადმე რამეს და დროებით იქ ვიცხოვრებთ. მთავრობა გვპირდება, საცხოვრისს აგიშენებთ და იქ შეგიყვანთო“;

„მთელი ღამე არ გვძინებია. გვპირდებიან, სადმე წაგიყვანთ, მაგრამ სად უნდა წაგვიყვანონ. ხალხს საქონელი ჰყავს, ქათმები ჰყავს. სამი ძროხა მყავს და სად წავიყვანო? ვერსად მივდივარ. მთელი ღამე მე და მამაჩემს მორიგეობით გვძინავს – ერთი საათი მას, ერთი მე“, – ამბობდნენ დღეს ითხვისელები „მთავარ არხთან“.

დღეს სოფელში სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის რეგიონში, ზვიად შალამბერიძე და ჭიათურის მერი გივი მოდებაძე იმყოფებოდნენ. შალამბერიძის თქმით, ხელისუფლებამ პირველივე დღიდან მიიღო „შესაბამისი ზომები“. მისივე ინფორმაციით, ე.წ. მახათაძეების უბანში 12 სახლი მნიშვნელოვნად არის დაზიანებული.

„ის 12 ოჯახი, რომელსაც ყველაზე მეტად ემუქრება საფრთხე, ფაქტობრივად უკვე გაყვანილია საცხოვრებელი სახლიდან და მთლიანად, ავეჯიც და ყველაფერიც უკვე გატანილია. მათთვის ნაქირავებია სახლები როგორც სოფელში სხვადასხვა ადგილას, ისე ქალაქ ჭიათურაში. გეოლოგიური ჯგუფი მუშაობს და ამ დღეებშიც გააგრძელებს მუშაობას, შეისწავლის სიტუაციას თუ რამდენად უსაფრთხოა აქ ცხოვრება.

იმ შემთხვევაში, თუ ნებისმიერ ოჯახს სიცოცხლისთვის რაიმე საშიშროება ემუქრება, თავისთავად, სახელმწიფო იმოქმედებს შესაბამისად და გავიყვანთ ყველას, ვისაც ამის საჭიროება ექნება“, – თქვა ზვიად შალამბერიძემ ჟურნალისტებთან.

კომპანია „ჯორჯიან მანგანეზში“ განაცხადეს, რომ აქტიურად არიან ჩართული ითხვისში პრობლემის გამომწვევი მიზეზის დადგენასა და მისი ეფექტურად გადაწყვეტის გზების ძიებაში. „ჯორჯიან მანგანეზი“ განმარტავს, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე „საერთოდ არ უწარმოებია მადნის მოპოვებითი სამუშაოები“.

„კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი“ 2007 წლიდან ოპერირებს ჭიათურაში, აღნიშნულ ტერიტორიაზე კი, სადაც დღეს პრობლემა შეიქმნა, სხვადასხვა გეოლოგიური პროცესები ჯერ კიდევ 2000-იან წლებშიც განვითარდა. სწორედ, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, კომპანიას საერთოდ არ უწარმოებია მადნის მოპოვებითი სამუშაოები. მოცემული პრობლემატიკა, შესაძლოა გამოწვეული იყოს ძველი, 80-90-იან წლებში, წიაღისეულის მოპოვებითი სამუშაოებით, რასაც თან ახლდა სხვა გეოლოგიური პროცესები, რაც დამატებითი შესწავლის საგანია“, – აცხადებს კომპანია.

გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ „ჯორჯიან მანგანეზი“ დაინტერესებულია, „სახელმწიფოს მიერ შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ გამოაქვეყნოს დასკვნა, თუ რამ გამოიწვია სოფელ ითხვისში მოსახლეობის დაზარალება, რომ დროულად მოხდეს პრობლემის აღმოფხვრა“. 

 

შუქრუთის გოდება - რეპორტაჟი სოფლიდან, რომელიც მიწას ჩააქვს

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]