weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სოფელ ვაჩნაძიანში შიდა საუბნო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

17:45 ორშაბათი, 04 აპრილი 2022

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძიანში ე.წ. ბაღის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.

პროექტის ფარგლებში ასფალტის საფარი დაიგება 280 მეტრი სიგრძის გზაზე , ეზოებში შესასვლელებსა და მიერთებებზე. ასევე, მოეწყობა სანიაღვრე არხი.

გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებული კომპანია, შპს „ბახტრიონი - 2012" ასრულებს.

პროექტი ორწლიანია და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობის 256 000 ლარით ფინანსდება.

აღსანიშნავია, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია, სოფელ ვაჩნაძიანში, ასევე განახორციელებს პალატებისკენ მიმავალი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაზეც 1 მლნ 420 000 ლარი დაიხარჯება.

[R] გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაცია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]