weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

მასწავლებელთა მომზადება და პროფესიაში შესვლა უფრო მცირე დროში იქნება შესაძლებელი

13:23 ოთხშაბათი, 06 აპრილი 2022

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი ამილახვარის განცხადებით, კომიტეტი იწყებს მნიშვნელოვანი საკითხის განხილვას, რომელიც ეხება საბაკალავრო პროგრამებში ე.წ. მასწავლებლების მომზადების მაინორ პროგრამების დაგეგმვას.

„აღნიშნული ინიციატივა გულისხმობს, რომ საბაკალავრო პროგრამებზე ჩარიცხულ სტუდენტს შეეძლება სწავლის განმავლობაში აირჩიოს და გაიაროს მასწავლებლის მომზადების პროგრამა და სწავლის დამთავრების შემდგომ, პროფესიის ბაკალავრის დიპლომთან ერთად, ასევე მოიპოვოს მასწავლებლად მუშაობის უფლება. შესაბამისად, შესაძლებელი გახდება მასწავლებლის მომზადება და პროფესიაში უფრო მცირე დროში შესვლა, კურსდამთავრებულებს დასაქმების კუთხით მოტივაცია გაეზრდებათ“, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე.

მისივე თქმით, ეს ცვლილება უზრუნველყოფს სხვადასხვა საგნობრივი ჯგუფის მასწავლებლების მომზადებას ე.წ. სტემ საგნებში, სადაც დღეს გამოწვევებია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]