პროექტის ფარგლებში ასფალტის ახალი საფარი დაიგება 200 მეტრი სიგრძის გზაზე, მოეწყობა ეზოებში შესასვლელები და მიერთებები. ასევე, დაიდგმება საგზაო ნიშნები. ამ ეტაპზე ასფალტის საფარის დაგება მიმდინარეობს.
გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებული ამხანაგობა „გზამშენი 15“ ასრულებს.
გზის რეაბილიტაციაზე რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 100 000 ლარამდე დაიხარჯება.
[R] გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაცია