weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

პროკურატურამ სამირა ბაირამოვა დაცვის სპეციალურ პროგრამაში ჩართო

18:14 ოთხშაბათი, 06 აპრილი 2022

პროკურატურამ მარნეულელი სამოქალაქო აქტივისტი სამირა ბაირამოვა, რომელიც ძალადობრივი და პრორუსული ჯგუფის, „ალტ-ინფოს“ წევრების მხრიდან მუქარის სამიზნე გახდა, დაცვის სპეციალურ პროგრამაში ჩართო.

ბაირამოვას მიმართ დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენება „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ მოითხოვა, რომელიც სამოქალაქო აქტივისტის ინტერესებს იცავს.

„პროკურატურამ სამირა ბაირამოვას მიმართ გამოიყენა დაცვის სპეციალური ღონისძიება და მას ამ ეტაპზე საფრთხე აღარ ემუქრება. თუმცა, აღსანიშნავია, რომ დამნაშავე პირების გამოკვეთა და მათთვის ბრალის წარდგენა ამ დრომდე არ მომხდარა“,  –  ნათქვამია საია-ს განცხადებაში.

სამირა ბაირამოვამ 14 მარტს, მარნეულში, „ალტ-ინფოს“ მიერ დაფუძნებული პარტიის – „კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისის ფასადზე უკრაინისა და ევროკავშირის დროშები დახატა, ასევე დაწერა, რომ რუსეთი ოკუპანტია. ამის შემდეგ მას „კონსერვატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრი გიო ჩართოლანი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა: „შენ დედას მოვტ..ავ, რო გნახავ ქათამივით უნდა მოგაჭრა ეგ თავი შენი ურჯულო დედას შევ..ი“. სამირა ბაირამოვამ მუქარის ფაქტზე პოლიციას მიმართა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით (მუქარა) დაიწყო.

საიამ,  იქედან გამომდინარე, რომ იკვეთებოდა სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის (დევნა) ნიშნები, გამოძიების ამ მიმართულებით წარმართვაც მოითხოვა. პროკურატურამ საია-ს ეს მოთხოვნაც დააკმაყოფილა.

„4 აპრილს გვეცნობა, რომ მიმდინარეობს გამოძიება და ტარდება საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, მათ შორის დაიკითხნენ მოწმეები და შესწავლილი იქნება ჩვენს მიერ განცხადებაში მითითებული საკითხები“, – აცხადებენ საია-ში.

მანამდე, 22 მარტს, პროკურატურამ სამირა ბაირამოვა დაზარალებულად ცნო მის მიმართ მუქარის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]