weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსება 5.5 მილიონ ლარამდე გაიზარდა

10:49 პარასკევი, 08 აპრილი 2022

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, რელიგიურ ორგანიზაციებს დაფინანსება 1 მილიონი ლარით გაეზარდათ. რელიგიური გაერთიანებებისთვის საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის ნაწილობრივი ანაზღაურების მიზნით, 2022 წლამდე არსებულ 4.5 მილიონ ლარს 1 მილიონი ლარი დაემატა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრის აღნიშნული გადაწყვეტილება რელიგიური ორგანიზაციების ლიდერებს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ ზაზა ვაშაყმაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე გააცნო. შეხვედრას ესწრებოდნენ: საქართველოს ებრაელთა კავშირის თავმჯდომარე აბრამ ჩანჩალაშვილი, თბილისის დიდი სინაგოგის რაბინი რახამინ მურდუხაშვილი, კათოლიკე თემიდან მღვდელი ზურაბ კაკაჩიშვილი და მღვდელი აკაკი ჭელიძე, სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის საქართველოს ეპარქიის წინამძღვარი კირაკოს დავთიანი, მუსლიმთა სამმართველოს შეიხი რამინ იგიდოვი, აღმოსავლეთ საქართველოს მუფტი ეტიბარ ემინოვი, მუსლიმთა სამმართველოს თანამშრომელი ოქტაი ისაევი.

„საქართველოს მთავრობამ რელიგიური ორგანიზაციებისთვის დაფინანსების გაზრდისას რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხით იხელმძღვანელა, მათ შორის რელიგიური ორგანიზაციების მრევლის, სასულიერო პირებისა და საკულტო შენობა-ნაგებობების რაოდენობით და გადაწყვეტილება რელიგიის სააგენტოსა და რელიგიურ გაერთიანებებთან კონსულტაციების შედეგად მიიღო“, – აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.

1 მილიონი ლარი მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოიყოფა და მას რელიგიურ ორგანიზაციებს შორის რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო გაანაწილებს.

სახელმწიფომ ოთხი რელიგიური გაერთიანების (ისლამური, იუდეური, რომაულ-კათოლიკური და სომხურ-სამოციქულო აღმსარებლობის რელიგიური გაერთიანებები) დაფინანსება საბჭოთა პერიოდში მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების მიზნით 2014 წლიდან დაიწყო. მას შემდეგ, ყოველწლიურად 4.5 მილიონი ლარი გამოიყოფოდა. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული ბოლო ანგარიშის მიხედვით, ეს თანხა ასე ნაწილდებოდა: 2 750 00 ლარი – მუსლიმი თემი, 800 000 ლარი – სომხური სამოციქულო ეკლესიის თემი, 550 000 ლარი – რომაულ-კათოლიკური თემი, 400 000 ლარი – იუდეური თემი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]