"სეტყვა დაახლოებით 10-15 წუთი გაგრძელდა. თხილის ზომის სეტყვა იყო, რომელსაც თან ძლიერი ქარი ახლდა. რამდენიმე ადამიანი ვენახებში ჩავიდა და მითხრეს, რომ ყურძენი გაფუჭებულია", - აღნიშნა ნიკოლოზ ბაღათრიშვილმა "რეგინფოსთან" საუბარში.
"ვაზს ფოთოლი აღარ აქვს. დაზიანებული იქნება მტევანიც", - განაცხადა სოფელ შალაურში გამგებლის წარმომადგენელმა ალექსი ძამუკაშვილმა.
მისივე თქმით, სეტყვისგან მიყენებული ზარალის შესახებ ზუსტი ინფორმაცია დილით გახდება ცნობილი.
კურდღელაურში სეტყვა ძირითადად სოფლის ბოლოში იყო. სოფელში თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელს, გურამ ბახურაულს ზარალის შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ აქვს.