weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

„ტურიზმის შესახებ“ კანონპროექტი ხელს შეუწყობს ქვეყნის ტურისტული პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენებას – სონღულაშვილი

16:45 პარასკევი, 08 აპრილი 2022

საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა, USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს კანონის პროექტის „ტურიზმის შესახებ“ განხილვასთან დაკავშირებით საქართველოს ტურიზმის ასოციაციების, საჯარო და კერძო სეტორის წარმომადგენლებთან ერთად შეხვედრა გამართა.

შეხვედრის მიზანს, 2021-2022 წლის სამოქმედო გეგმის შესაბამისად, ტურიზმის მარეგულირებელი კანონმდებლობის სრულყოფაზე მუშაობა იყო.

როგორც დავით სონღულაშვილმა აღნიშნა, ტურიზმის ინდუსტრიას სტაბილურად განვითარებისათვის სჭირდება შესაბამისი პოლიტიკის ჩამოყალიბება, როგორც ეროვნული, ასევე ლოკალური თვალსაზრისით.

„ტურიზმის ინდუსტრია ერთ-ერთი ყველაზე დიდი და სწრაფად მზარდია ჩვენს ქვეყანაში და ამიტომ, როგორც ერთ-ერთ მნიშვნელოვან ეკონომიკურ სექტორს, სტაბილურად განვითარებისათვის სჭირდება შესაბამისი პოლიტიკის ჩამოყალიბება, როგორც ეროვნული, ასევე ლოკალური, რეგიონული განვითარების თვალსაზრისით, რათა ეფექტიანად მივაღწიოთ დასახულ მიზნებს. ფაქტიურად, დღეს ეს სფერო რეგულირების გარეშეა და კანონშიც „ტურიზმისა და კურორტების შესახებ“ მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომელიც ქვეყანას დაახლოვებდა და ევროკავშირის დირექტივებთან შესაბამისობაში მოიყვანდა, არ განხორციელებულა. შესაბამისად, დღეს მოქმედი კანონი ვერანაირად ვერ პასუხობს იმ გამოწვევებს, რომელიც ტურიზმის წინაშე დგას“, - განაცხადა პარლამენტის წევრმა.

დიალოგი და მსჯელობა „ტურიზმის შესახებ“ კანონპროექტის პრინციპების განხილვის შესახებ, 6 ძირითად თემას მოიცავდა: ტურისტული გიდები, ტურისტული საქმიანობის რეგისტრაცია, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულება ტურიზმის კანონით სამოგზაურო პაკეტის და კომბინირებული სამოგზაურო მომსახურებების შესახებ დირექტივა და მისი ასახვა კანონპროექტში, მაღალი რისკის ტურისტული საქმიანობების რეგულირება, დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია (DMO) და ტურიზმის ცალკეული სახეობების (მიმართულებების) რეგულირების მიზანშეწონილობა კანონით.

მსჯელობის ფარგლებში, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა კანონპროექტის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ კანონპროექტი ხელს შეუწყობს ტურისტული პოტენციალის მაქსიმალურ გამოყენებას.

„ვფიქრობ, კანონპროექტი ხელს შეუწყობს ქვეყნის ტურისტული პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენებას და მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევას, როგორც ეკონომიკური, ისე კულტურული და დასაქმების თვალსაზრისით. გაძლიერდება ტურისტული მომსახურების ხარისხი და ტურისტთა უსაფრთხოება, უზრუნველყოფილი იქნება ეროვნული და რეგიონული პოლიტიკის კოორდინაცია, რაც საბოლოოდ უზრუნველყოფს ტურისტული პროდუქტების შექმნას. ამასთან, კანონპროექტით შესაძლებელი გახდება ტურისტული მომსახურების ხელშეკრულების ევროკავშირის დირექტივებთან შესაბამისობაში მოყვანა, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციას. შესაბამისად განისაზღვრება ტურიზმის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის მიზნები და პრინციპებიც,“ - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

კანონპროექტის მიზანია ტურიზმის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრა და ევროკავშირის დირექტივების იმპლიმენტირება.

შეხვედრას, საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსში შემავალი ორგანიზაციები, საქართველოს გასტრონომიული ასოციაცია, საქართველოს შემომყვანი ტუროპერატორების ასოციაცია, გასტრონომიული ტურიზმის ბიზნეს ასოციაცია, საქართველოს სამთო გიდების ასოციაცია და ბიზნეს სექტორის სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.

[R] გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაცია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]