პრეზიდენტმა ლელა ვეფხვაძეს ჯილდო დღეს, 9 აპრილთან დაკავშირებით გამართუულ ღონისძიებაზე გადასცა.
„ვეცდები ეს ჯილდო ღირსეულად ვატარო. ვეცდები ნამდვილად ვიყო ისეთი შვილი, რომელიც ჩვენს ქვეყანას შეეფერება, როგორსაც იმსახურებს ეს დალოცვილი და მადლიანი ქვეყანა“, – განაცხადა ლელა ვეფხვაძემ.
სიმღერა „სალაღობო“ („დაუკარით, რომ ძველ ხანჯალს ელდა ეცეს…“), რომელსაც 1989 წლის 9 აპრილს ლელა ვეფხვაძე მეგობრებთან, დონარა ცხადიაშვილთან, თინათინ ბირკაძესთან და ზაირა გელაშვილთან ერთად მღეროდა, ამ დღის სიმბოლოდ იქცა. ლელა ვეფხვაძის თქმით, მიღებული ჯილდო მის მეგობრებსაც ეკუთვნით, რომლებიც დღეს ცოცხლები აღარ არიან.
დღესვე, სალომე ზურაბიშვილმა სიკვდილის შემდეგ ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა საქართველოს სახალხო პოეტს, 1920-იანი წლების ანტისაბჭოთა პარტიზანული მოძრაობის მონაწილესა და „შეფიცულთა რაზმის“ წევრს, მიხა ხელაშვილს. ეროვნული გმირის ჯილდო პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას გადაეცა.