მკვლელობა 11 სექტემბერს, საღამოს მოხდა. ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ცნობით, მოკლული სავარაუდოდ, ეთნიკურად აზერბაიჯანელია, რომელიც რუსეთში კრიმინალური წარსულის გამო იძებნებოდა.
პოლიციამ საქმის გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 108-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.