„9 აპრილი ასე დაგვებედა. 2 დაღუპული და 5 დაჭრილი დაგვემატა“, – წერს ოქრუაშვილი Facebook-ზე.
დაღუპულთა ვინაობა, ისევე როგორც სხვა დეტალები, ჯერ უცნობია.
მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო, აგრესორის წინააღმდეგ ბრძოლაში ოთხი ქართველი დაიღუპა. დავით რატიანი, გია ბერიაშვილი და დავით გობეჯიშვილი ქალაქ ირპენში დაიღუპნენ, ხოლო ბახვა ჩიქობავა – მარიუპოლში.