weather cur horoscope tv
ნოემბერი 05, 2024

გურჯაანში 9 აპრილის გმირები გაიხსენეს

20:02 შაბათი, 09 აპრილი 2022

9 აპრილის ტრაგედიიდან 33 წელი გავიდა. დღეს, საქართველოს პარლამენტის წევრმა, მაჟორიტარმა დეპუტატმა დავით სონღულაშვილმა, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა ზურაბ უტიაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ ვანო ბერიძიშვილმა და მერის მოადგილემ ლერი გელენავამ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ კარდენახში, 9 აპრილს დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას.

„ჩვენი თითოეული დღე ბრძოლაა თავისუფლებისა და გამარჯვებისთვის! იმ ისტორიული მონაპოვარის შენარჩუნებისა და წინსვლისკენ სწრაფვაში, რომელიც 33 წლის წინ ჩვენმა გმირებმა მოგვიტანეს.

1989 წლის 9 აპრილს სწორედ ასეთი გმირების მიერ გაღვიძებულმა საქართველომ მიაღწია დამოუკიდებლობას, რომელიც ყოველთვის, სამშობლოსთვის თავდადების სიმბოლო იქნება!

დღე, რომელიც გვასწავლის, რომ ქვეყნის წინსვლისთვის ქართველი ხალხის ასეთი ერთიანობა ფუნდამენტურია“, – განაცხადა Პარლამენტის წევრმა, გურჯაანის, სიღნაღის, დედოფლისწყაროს და საგარეჯოს მაჟორიტარმა დეპუტატმა დავით სონღულაშვილმა.

„1989 წლის 9 აპრილი ერთ-ერთი ყველაზე მძიმე და ტრაგიკული დღეა ჩვენი ქვეყნის უახლოეს ისტორიაში. დღე, რომელსაც საქართველოს თავისუფლებისთვის 21 ახალგაზრდის სიცოცხლე შეეწირა. სწორედ მათმა გმირობამ და თავისუფლებისთვის ბრძოლამ შეცვალა ჩვენი ქვეყნის მომავალი. დღეს, ჩვენ პატივი მივაგეთ 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას“, – აღნიშნა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა ზურაბ უტიაშვილმა.

1989 წლის 9 აპრილს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საბჭოთა არმიის მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაციის დარბევას 21 ახალგაზრდის სიცოცხლე შეეწირა.

R - გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაცია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]