weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

„ჯერჯერობით არ განვიხილავთ“ – მინისტრი შიდა სივრცეში პირბადის გამოყენების გაუქმებაზე

14:08 ორშაბათი, 11 აპრილი 2022

„ერთადერთი შეზღუდვაა დარჩენილი - შიდა სივრცეში პირბადის გამოყენება. ვაკვირდებით სხვა ქვეყნების ტენდენციებსაც და ჯერჯერობით ზოგიერი ქვეყანა ისევ ტოვებს შიდა სივრცეში პირბადეს. აქედან გამომდინარე, ჯერჯერობით ამას არ განვიხილავთ“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა კოვიდშეზღუდვებთან დაკავშირებით.

მინისტრი იმედოვნებს, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია „კოვიდ 19-ის“ პანდემიას დასრულებულად მალე გამოაცხადებს.

„რაც შეეხება პანდემიას და პანდემიის დასასრულს, რამდენიმე კვირის წინაც ვთქვი, რომ ძალიან მალე იქნება ეს და ვიმედოვნებ, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაც ძალიან მალე გამოაცხადებს პანდემიის დასასრულს, როგორც წლების წინ გამოაცხადა პანდემიის დასაწყისი.

დღეისთვის მნიშვნელოვნად გვაქვს გაუმჯობესებული ყველა პარამეტრი და კრიტერიუმი, რითაც იზომება პანდემია ქვეყანაში.

ჰოსპიტალიზაციები გვაქვს მინიმუმამდე დაყვანილი. ასევე, ინფიცირების გამოვლენის მაჩვენებელი საკმაოდ შემცირებულია და ვფიქრობ, რომ ამ ტენდენციით დასასრული შორს არ უნდა იყოს“, – აღნიშნა ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

დღეს, ბოლო 24 საათში ჩატარებული 5489 ტესტის შედეგად, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 107 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 281 ადამიანი და გარდაიცვალა 6 კოვიდინფიცირებული. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 651 577 შემთხვევა დადასტურდა ლაბორატორიულად. 1 631 715 ინფიცირებული გამოჯანმრთელდა, 16 777 კი გარდაიცვალა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]