ავტოავარიის მიზეზი, სავარაუდოდ, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობა გახდა. შინაგან საქმეთა სამინისტროში „რეგინფოს“ განუცხადეს, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.
შსს-ს სტატისტიკური მონაცემებით, 2021 წლის განმავლობაში საქართველოში 5863 ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის 493 კახეთში. რეგიონში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად 65 ადამიანი დაიღუპა, 685 კი დაშავდა.