weather cur horoscope tv
დეკემბერი 29, 2024

გამთენიისას სოფელ სამებასთან ორი მიწისძვრა მოხდა

10:58 ხუთშაბათი, 14 აპრილი 2022

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სამებასთან ორი მიწისძვრა მოხდა. პირველად, მიწისქვეშა ბიძგები, რომელთა სიმძლავრე 4 მაგნიტუდა იყო, 4:30 საათზე დაფიქსირდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ დმანისიდან დასავლეთით, 23 კილომეტრში და სოფელ სამებასთან 11 კილომეტრში იყო.

განმეორებითი, 3.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა 5:21 საათზე მოხდა. მისი ეპიცენტრი სოფელ სამებასთან 10 კილომეტრში დაფიქსირდა.

სომხეთ-საქართველოს საზღვართან, ჯავახეთის ზეგანზე მდებარე სამებაში ბოლო წლების განმავლობაში მიწისძვრები ხშირად ხდება. მიმდინარე წლის 13 თებერვალს მომხდარი მიწისძვრის სიმძლავრემ 6.2 მაგნიტუდა შეადგინა. მისი ეპიცენტრი დაუსახლებელ ადგილზე იყო, თუმცა სამებაში სახლები დააზიანა და დაბზარა. ბიძგები დანარჩენ საქართველოშიც იგრძნობოდა.

 

ამ თემაზე:

მიწისძვრების გული - რეპორტაჟი სამებიდან

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]