weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ნარკოდანაშაულისთვის 7 პირი დავაკავეთ, მათ შორის 4 ნარკორეალიზატორია – შსს

13:21 ხუთშაბათი, 14 აპრილი 2022

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნარკოდანაშაულისთვის 7 პირი დააკავეს, მათ შორის 4 ნარკორეალიზატორია. უწყების ცნობით, თბილისში ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღებისთვის დააკავეს უცხო ქვეყნის მოქალაქე, 1987 წელს დაბადებული მ. მ., 1963 წელს დაბადებული გ.ჯ., 1983 წელს დაბადებული ნ.ქ.

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვისთვის დაკავებულები არიან 1981 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი შ.ა., 1983 წელს დაბადებული ე.მ. და 1979 წელს დაბადებული ნ. ა., ხოლო ნარკოტიკული საშუალების არაერთგზის უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ბრალდებით – 1994 წელს დაბადებული, წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი თ.რ..

„გამოძიებამ დაადგინა, რომ ნარკოტიკების რეალიზაციისთვის დაკავებულები ნარკოტიკულ საშუალებებს სისტემატურად ყიდდნენ.

სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ბრალდებულებისგან ნარკოტიკული საშუალებების - „ჰეროინის“, „ალფა პვპ“-ს და „ბუპრენორფინის“ საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა.

სამართალდამცველების მიერ ნივთმტკიცებადაა ამოიღებული თ.რ.-ის მიერ გაყიდული ნარკოტიკული საშუალება „ალფა პვპ“.

პოლიციამ, ნ.ა.-ს პირადი ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღო 50 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, ხოლო მისი ავტოფარეხის ჩხრეკისას ამოღებულია პოლიეთილენის 2 პარკში შეფუთული, ნახევარ კილოზე მეტი ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“, ასევე, 8 საბრძოლო ვაზნა და სავარაუდოდ, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ფული - 1800 აშშ დოლარი და 1700 ლარი.

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ფონიჭალის დასახლებაში დაკავებული ე. მ.-ის პირადი ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოღებულია „ჰეროინის“ შემცველი 500 გრამამდე ნარკოტიკული საშუალება.

შ. ა.-ს პირადი ჩხრეკის შედეგად კი ამოღებულია სხვადასხვა ზომის 9 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ და 1 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება „მეტადონი“, – განაცხადეს შინაგან საქმეთა სამინისტროში.

უწყების ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 ნაწილებით, 273-ე პრიმა მუხლის მე-6 ნაწილით და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.დანაშაულები 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]