აღსანიშნავია, რომ ევროპარლამენტის გადაწყვეტილებით, წელს ევროკავშირის ტერიტორიაზე როუმინგის გადასახადი გაუქმდა. 15 ივნისიდან ევროპის ქვეყნების მცხოვრებლები ევროკავშირის საზღვრებში გადაადგილებისას, მობილური ტელეფონით დარეკვისა და შეტყობინებების გაგზავნის დროს სამშობლოში არსებული ტარიფით სარგებლობენ.
საქართველოს მოქალაქეებისთვის 2017 წლის 28 მარტიდან ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი მოქმედებს. ბიომეტრიული პასპორტის მქონე მოქალაქეებს ევროკავშირის წევრ 22 ქვეყანაში, 4 არაწევრ და შენგენის წევრობის 4 კანდიდატ ქვეყანაში 90 დღის განმავლობაში უვიზოდ მოგზაურობა შეუძლიათ.