weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

თუშეთის 24 სოფლის ინტერნეტიზაცია დასრულდა

12:41 სამშაბათი, 12 სექტემბერი 2017

თუშეთის 24 სოფელსა და 4 ხეობაში ინტერნეტი უკვე ხელმისაწვდომია. აბანოს უღელტეხილზე დამონტაჟებულია უფასო ინტერნეტის დაშვების წერტილი. პროექტი ააიპ „თუშეთის განვითარების ფონდმა“ საერთაშორისო ორგანიზაცია The Internet Society (ISOC)-თან ერთად განახორციელა. პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროა.

„ქვეყნის ინტერნეტიზაცია მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, განსაკუთრებით რეგიონებში. შესაბამისად, თუშეთის ინტერნეტით უზრუნველყოფა იყო ამ პროგრამის ერთ-ერთი ნაწილი. ამ პროექტში ბევრი სხვადასხვა მხარე იღებდა მონაწილეობას, მათ შორის ამერიკაში დაფუძნებული არაკომერციული ფონდი ISOC, რომელმაც პირდაპირი კონტრიბუცია განახორციელა ამ პროექტისთვის და ასევე „თუშეთის განვითარების ფონდი,“ რომელიც ინტერნეტიზაციის გარდა, ამ მხარეში კიდევ ბევრ სასარგებლო საქმეს აკეთებს.

თუშეთში უკვე გვაქვს მაღალხარისხიანი, სწრაფი ინტერნეტი, რომელიც  ხელს შეუწყობს ამ საკმაოდ ჩაკეტილი რეგიონის სოციალურ-კულტურულ განვითარებას, ასევე აჩვენებს ხარისხს, განწყობას და დამოკიდებულებას იმ ტურისტებისადმი, რომლებიც თუშეთს სტუმრობენ“ - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა გიორგი გახარიამ.

მინისტრის მოადგილის გიორგი ჩერქეზიშვილის თქმით, ინტერნეტიზაციის პროექტის ფარგლებში სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ განახორციელა ადგილობრივი მოსახლეობის გადამზადება და მათი ტექნიკური აღჭურვა. „გვყავს 29 ბენეფიციარი, რომელმაც მიიღეს 150 ლარის ღირებულების ერთჯერადი ვაუჩერები და დაფინანსება, რათა მათ მოახდინონ საკუთარ ბიზნესში ინტერნეტის ჩართულობა. მათ ასევე მიიღეს გარკვეული ცოდნა, რომ შეძლონ დაკავშირება საერთაშორისო ქსელებთან და მიიღონ დამატებითი ტურისტები ადგილობრივ სასტუმროებში“ - განაცხადა გიორგი ჩერქეზიშვილმა.

თუშეთში ამ ამ ეტაპისათვის უკვე დამონტაჟებულია 7 ანძა, მონიშნულია სატრანზიტო წერტილები:  სოფელ რუისპირის ანძა, რომელთანაც მოყვანილია ოპტიკური ხაზი (კომპანია „ფრინეტი,“ კახეთი) და აბანოს უღელტეხილი, სადაც დამონტაჟებულია უფასო ინტერნეტის დაშვების წერტილი.

„ეს პროექტი არის ძალიან მნიშვნელოვანი, მითუმეტეს, იმ პირობებში, როდესაც 7 თვის განმავლობაში თუშეთი ფაქტობრივად მოწყვეტილია გარე სამყაროს. 40 ბენეფიციარი ჰყავს უკვე პროექტს, ესენია ძირითადად ჰოსტელები და საოჯახო სასტუმროები, რომელთაც საშუალება ექნებათ ინტერნეტის საშუალებით მოიზიდონ ტურისტები თუშეთში.  მთავრობას აქვს ძალიან ამბიციური და თანმიმდევრული გეგმა თუშეთის განვითარებასთან დაკავშირებით, რომლის ერთ-ერთი, ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ ინტერნეტიზაციაა“ – აღნიშნა კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ISOC-არაკომერციული ორგანიზაცია, რომლის ძირითადი ფუნქცია ინტერნეტის განვითარების ხელშეწყობა და მისი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა. პროექტის საერთო  ღირებულება: 40 000 USD და 20 500 ლარია.

 

ამ თემაზე:

7 თვე არავინ იცოდა ცოცხალი ვიყავი თუ მკვდარი - მარტოკაცი გომეწრის ხეობიდან

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]