მანგანუმის მომპოვებელ კომპანია „ჯორჯიან მანგანეზში“ განაცხადეს, რომ შემთხვევის ადგილზე მოკვლევას სახელმწიფო შრომის ინსპექტორი და პროფკავშირები ატარებენ.
„მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. პროცესში აქტიურად არის ჩართული კომპანია და თანამშრომლობს გამოძიებასთან. ჩვენს ინტერესშია, გამოძიების შეუფერხებელი მუშაობა მომხდარის ობიქტური გარემოების დასადგენად“, – განაცხადეს კომპანიაში.
ჭიათურის სამთო მრეწველობის პროფესიული კავშირის თავმჯდომარის, პაატა სამხარაძის თქმით, პირველადი ინფორმაციით, სამუშაოების წარმოების დროს ქვები ჩამოიშალა და სავარაუდოდ, ახალგაზრდა მამაკაცი ჩამოშლილ მასაში მოყვა.