weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ივნისიდან სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება 150 ლარამდე გაიზრდება

11:32 ორშაბათი, 18 აპრილი 2022

215 ათასზე მეტი სოციალურად დაუცველი ბავშვი ივნისიდან 50 ლარით გაზრდილ დახმარებას მიიღებს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ბავშვებზე ზრუნვა და მათი სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება „მისი გუნდის მთავარი მოვალეობაა“.

„ერთი წლის წინ, ჩემი გადაწყვეტილებით, სოციალურად დაუცველ ბავშვებს დახმარება გავუორმაგეთ. მანამდე იყო 50 ლარი და გახდა 100 ლარი. დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პირველი ივნისიდან აღნიშნული დახმარება გახდეს 150 ლარი, ანუ აღნიშნული დახმარება თითო ბავშვზე შეადგენს 150 ლარს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის ცნობით, ამ მიმართულებით წლიური ბიუჯეტი 341 მილიონი ლარი იქნება და სოციალური დახმარება ყოველწლიურად გაიზრდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]