weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სეტყვისგან მოსალოდნელი ზარალის უდიდესი ნაწილი თავიდან იქნა არიდებული – „დელტა“

13:11 სამშაბათი, 12 სექტემბერი 2017

სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი „დელტას“ ინფორმაციით, 11 სექტემბერს, კახეთის რაიონებში მასშტაბური სეტყვასაშიში ატმოსფერული პროცესების მნიშვნელოვანი ნაწილი, სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის ინტენსიური მუშაობის შედეგად, მაქსიმალურად იქნა შესუსტებული.

„სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მართვის ცენტრმა, 11 სექტემბერს, დღის მეორე ნახევარში  ახმეტის, თელავის, გურჯაანის, ყვარლის, ლაგოდეხისა და დედოფლისყაროს რაიონებში  3100 კვ.კმ საერთო ფართობის მქონე მასშტაბური ფრონტალური და შიდამასიური ტიპის სეტყვასაშიში ღრუბლის მასები დაამუშავა. გასროლილი იქნა 150 ერთეულამდე სეტყვასაწინააღმდეგო რაკეტა.

რეგიონში ღრუბლის მასებმა შემოსვლა ჩრდილო-დასავლეთი მიმართულებიდან 11 სექტემბრის დღის მეორე ნახევარში დაიწყო. კრიტიკულ ეტაპზე სეტყვის მოსვლის ალბათობამ 80 %–ს მიაღწია, მოსალოდნელი მარცვლების ზომა 40 მმ იყო. ღრუბლის მასებმა რეგიონში უკვე ჩამოყალიბებული სეტყვის მარცვლები შემოიტანა და ეტაპობრივად მოიცვა ზემოთაღნიშნული ექვსი რაიონი. ამას თან დაერთო ადგილობრივად წარმოქმნილი შიდამასიური ღრუბლის კერები და ძლიერი ქარი.

18:47 საათიდან 23:08 საათამდე ღრუბლის მასები რამდენიმე ეტაპად დამუშავდა. ღრუბლის მასების დასახლებლი პუნქტების თავზე გადაადგილების გამო ზოგიერთ რაიონში დამუშავება რაკეტის სროლისთვის აკრძალული ზონების არსებობის პირობებში განხორციელდა.

ღრუბლებზე აქტიური ზემოქმედების შედეგად აღნიშნულ რაიონებში მოსალოდნელი დიდი რაოდენობის მყარი ნალექის (სეტყვა) ჩამოცლა სასოფლო სამეურნეო სავარგულებში მაქსიმალურად იქნა შემცირებული და თელავის და ლაგოდეხის რაიონებში ძირითადად დასახლებული პუნქტების თავზე დაფიქსირდა. ნალექის დიდი ნაწილი კი ინტენსიური წვიმის სახით ჩამოიცალა“, – ნათქვამია „დელტას“ განცხადებაში.

შეგახსენებთ, 11 სექტემბერს, საღამოს მოსულმა სეტყვამ სხვადასხვა ხარისხით დააზიანა თელავის მუნიციპალიტეტის სოფლები კურდღელაური, კონდოლი, ნასამხრალი, შალაური, ყვარელში - მთისძირი, ლაგოდეხში სოფლები არეშფერანი, ვარდისუბანი, ბაისუბანი, ცოდნისკარი, გიორგეთი, ასევე ქალაქ ახმეტის კუთვნილი ვენახები.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]