weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

2021 წელს ოკუპანტებმა აფხაზეთის მიმართულებთ 11, ცხინვალისკენ კი 70 მოქალაქე დააკავეს

16:15 ორშაბათი, 18 აპრილი 2022

აფხაზეთსა და ცხინვალში მყოფმა რუსეთის საოკუპაციო ძალებმა, 2021 წლის განმავლობაში, საქართველოს 81 მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშშია ნათქვამი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აღნიშნავს, რომ გასულ წელსაც საოკუპაციო ძალები აქტიურად განაგრძობდნენ უკანონო დაკავებებსა და უკანონო ე.წ. ბორდერიზაციას, რომლის მთავარ მიზანს მოსახლეობაში დაუცველობის განცდის გაღვივება, სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაცია და საზოგადოებაში ნიჰილიზმის გავრცელება წარმოადგენდა.

„ცენტრალური ხელისუფლების მიერ რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალების მხრიდან ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებთ 11, ხოლო ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით – 70 უკანონო დაკავების ფაქტი დაფიქსირდა.

საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისა და საერთაშორისო პარტნიორების ძალისხმევით, ე.წ. საპატიმრო დაწესებულებაში ერთწლიანი ყოფნის შემდეგ, 2021 წლის 14 ივლისს უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლდა ზაზა გახელაძე, რომელსაც უკანონოდ 12 წელი და 6 თვე ჰქონდა „მისჯილი“.

2021 წლის დასასრულს უკანონო პატიმრობაში, საერთო ჯამში, საქართველოს 7 მოქალაქე იმყოფებოდა, მათ შორის ირაკლი ბებუა, რომელსაც საოკუპაციო რეჟიმმა თავისუფლება უკანონოდ, 9 წლით „აღუკვეთა“. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება განაგრძობს მის ხელთ არსებული ყველა ფორმალური თუ არაფორმალური მექანიზმისა და სამართლებრივი ბერკეტების გამოყენებას, განსაკუთრებით, საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევის კონცენტრაციას, რათა უმოკლეს ვადებში მიაღწიოს უკანონო პატიმრობაში მყოფი პირების უპირობო გათავისუფლებას.

სამწუხაროდ, უკანონო დაკავებები რიგ შემთხვევაში ფატალური შედეგით სრულდება, რაც ნათლად წარმოაჩენს ოკუპაციის თანმდევი პროცესების არაჰუმანურ და დანაშაულებრივ არსს.

2021 წლის ნოემბერში ცენტრალურ ხელისუფლებას გადმოეცა გენადი ბესტაევი, რომელიც ჯანმრთელობის უკიდურესად გაუარესებამდე უკანონო პატიმრობაში იმყოფებოდა, რასაც შემდგომში მისი გარდაცვალება მოჰყვა“, – ნათქვამია ანგარიშში.

სუს-ი აღნიშნავს, რომ საოკუპაციო რეჟიმების უკანონო პატიმრობაში დაღუპული ირაკლი კვარაცხელიას და დავით ბაშარულის, ასევე საოკუპაციო ძალების მიერ მოკლული არჩილ ტატუნაშვილისა და გიგა ოთხოზორიას საქმეების მიმართ სამართლის აღსრულება ჯერ კიდევ ვერ ხერხდება, რაც ოკუპირებულ რეგიონებში დაუსჯელობის სინდრომს ქმნის და ახალისებს დანაშაულებრივ ქმედებებს. სუს-ი აცხადებს, რომ საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლის ხელყოფასთან დაკავშირებული ყველა პირი მართლმსაჯულების წინაშე წარსდგება.

ანგარიშის მიხედვით, 2021 წელს აფხაზეთის მიმართულებით უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის 9, ხოლო ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით - 130 შემთხვევა დაფიქსირდა. უკანონო აქტივობები გამოიხატა როგორც ახალი მავთულხლართების გავლებაში, ისე ძველი მავთულხლართებისა და ღობეების განახლებაში, ე.წ. ხანძარსაწინააღმდეგო ხნულებისა და მიწათხრილების მოწყობაში, ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერებისა და საგუშაგოების უკანონოდ აღმართვაში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]