weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სამართალდამრღვევად არ ცნეს პირები, რომლებმაც გორში „ოცნების“ ოფისს „ალტ-ინფო“ დააწერეს

20:01 სამშაბათი, 19 აპრილი 2022

გორის რაიონულმა სასამართლომ საქმის წარმოება შეწყვიტა სამი მოქალაქის მიმართ, რომლებსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო, „ქართული ოცნების“ ოფისზე წარწერა „ალტ-ინფოს“ გაკეთების გამო, ქალაქის იერსახის დამახინჯებასა და წვრილმან ხულიგნობას ედავებოდა.

მას შემდეგ, რაც 12 მარტს, „ქართული ოცნების“ გორის ოფისის ფასადზე პრორუსული ჯგუფის სახელწოდება დაწერეს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთის წევრები პოლიციაში ე.წ. ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დაიბარეს.

მათ ინტერესებს არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ იცავდა. როგორც იურისტმა ალექსი მერებაშვილმა „რეგინფოს“ განუცხადა, პოლიცია სამივე აქტივისტს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 155-ე და 166-ე მუხლებით გათვალისწინებული ქმედებების ჩადენას ედავებოდა, რაც 50 ლარიდან 1000 ლარამდე ჯარიმას ან 15 დღემდე პატიმრობას ითვალისწინებს.

„საქმეში მტკიცებულებათა არ არსებობის გამო სასამართლომ სრულად გაიზიარა ჩვენი არგუმენტაცია და სამივე პასუხიგებაში მიცემული პირის მიმართ შეწყვიტა ადმინისტრაციული წარმოება“, – ამბობს ალექსი მერებაშვილი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]