weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

NDI: გამოკითხულთა 67% ფიქრობს, რომ უკრაინაში ომი რუსეთის ბრალია

16:25 ხუთშაბათი, 21 აპრილი 2022

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, საქართველოს მოქალაქეები ფიქრობენ, რომ უკრაინაში ომი რუსეთის და პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ბრალია. ამასთან, მოსახლეობის აბსოლიტურ უმრავლესობას დადებითი დამოკიდებულება აქვს როგორც უკრაინელი ხალხის, ასევე უკრაინის მთავრობის მიმართ.

შეკითხვაზე – თქვენი აზრით, ვისი ბრალია უკრაინაში ომი (არაუმეტეს სამი პასუხი), გამოკითხულთა 67%-მა უპასუხა, რომ რუსეთის. დანარჩენი პასუხები კი ასე გადანაწილდა: არ ვიცი – 14%, პუტინი – 11%, აშშ – 9%, უკრაინა – 5%, NATO – 3%, ევროკავშირი – 2%, სხვა – 2% და არ ვიცი – 1%.

გამოკითხულთა 98% ამბობს, რომ უკრაინელი ხალხისადმი დადებითი დამოკიდებულება აქვს, რუსი ხალხისადმი კი 59%-ია დადებითად განწყობილი. უკრაინის მთავრობას 87% აფასებს დადებითად, ხოლო რუსეთისას – 9%.

NDI-ის ინფორმაციით, კვლევა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე (3-15 თებერვალი) და ორი კვირის შემდეგ (9-20 მარტი) პერიოდში ჩატარდა. ორი სატელეფონო ინტერვიუ საქართველოს მასშტაბით, ოკუპირებილი ტერიტორიების გამოკლებით, სრულწლოვან მოქალაქეებს შორის განხორციელდა. რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით - შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. თებერვლის კვლევა მოიცავდა 2036 ინტერვიუს, ხოლო მარტის – 2024 ინტერვიუს. საშუალო ცდომილების ზღვარი თებერვლის კვლევაში - +/- 1.8%-ია, ხოლო მარტის კვლევაში +/- 1.6%-ს შეადგენს.

NDI-ის კვლევა დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით, „CRRC საქართველოს“ მიერ ტარდება. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]