weather cur horoscope tv
დეკემბერი 27, 2024

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით ცხინვალმა ე.წ. გამშვები პუნქტები გახსნა

19:01 ხუთშაბათი, 21 აპრილი 2022

დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ე.წ. საზღვარზე არსებული გამშვები პუნქტები, რომლებიც ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ჩაკეტილი იყო, დროებით გაიხსნა. საინფორმაციო სააგენტო Res-ის ცნობით, შესაბამისი გადაწყვეტილება ე.წ. პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა მიიღო.

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, დღეიდან 25 აპრილის 20:00 საათამდე ოკუპირებული რეგიონის მიმართულებით და პირიქით, გადაადგილება შესაძლებელი იქნება. საუბარია ე.წ. რაზდახანის (მოსაბრუნი/ოძისი), სინაგურის და „პერეუს“ (პერევი) საბაჟო-გამშვები პუნქტების გახსნაზე.

ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრები სამოქალაქო აქტივისტის, თამარ მეარაყიშვილის ინფორმაციით, გზა მათთვის იქნება გახსნილი, ვისაც „სამხრეთ ოსეთის“ მოქალაქის პასპორტი ან დე ფაქტო ხელისუფლების მიერ გაცემული საშვი, ე.წ. პროპუსკი გააჩნია. მეარაყიშვილის თქმით, არ იქნება შესაძლებელი ავტომანქანებით გადაადგილება.

დე ფაქტო ხელისუფლებამ საქართველოსთან ე.წ. საზღვარი 2019 წლის სექტემბერში ჩაკეტა, რის საფუძვლადაც ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანასთან ქართული პოლიციის საგუშაგოს განთავსება დაასახელა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]