weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

30 აპრილიდან ქუთაისის აეროპორტთან მატარებელი მივა

14:23 პარასკევი, 22 აპრილი 2022

საქართველოს რკინიგზის სამგზავრო მატარებლები 30 აპრილიდან კოპიტნარის სადგურშიც გაჩერდებიან, საიდანაც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მისასვლელად მგზავრებს დაახლოებით 5 წუთი დასჭირდებათ. 

საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, კოპიტნარში, ქუთაისის აეროპორტთან დამაკავშირებელ რკინიგზის სადგურს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. განახლებული სადგური თანამედროვე სტანდარტებს პასუხობს და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საჭიროებებზე არის მორგებული. 

კოპიტნარის მიმართულებით ბილეთების გაყიდვა 29 აპრილიდან დაიწყება. ბილეთის შეძენით მგზავრი სრულ მომსახურებას მიიღებს და აეროპორტამდე მისასვლელად დამატებითი საფასურის გადახდა არ იქნება საჭირო. 

რკინიგზის სადგურიდან აეროპორტამდე მგზავრებს უფასო ტრანსპორტირებას გაერთიანებული აეროპორტები უზრუნველყოფს. ტრანსპორტი მგზავრებს გადაიყვანს როგორც სადგურიდან აეროპორტის მიმართულებით, ისე აეროპორტიდან სადგურამდე.

საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, კოპიტნარში გაჩერდება ყველა მაგისტრალური მიმართულებით მოძრავი მატარებელი, თბილისი-ქუთაისის მატარებლის გარდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]