weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ხელისუფლების წარმომადგენლებმა გურჯაანში უკრაინიდან ჩემოსული ოჯახები მოინახულეს

13:49 შაბათი, 23 აპრილი 2022

საქართველოს პარლამენტის წევრმა, მაჟორიტარმა დეპუტატმა დავით სონღულაშვილმა და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა ზურაბ უტიაშვილმა გურჯაანის მუნიციპალიტეტში უკრაინიდან ჩამოსულ ოჯახებს სააღდგომო ნობათი გადასცეს და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს.

„ჩვენი მეგობარი ქვეყნის, უკრაინის მოქალაქეები მოვინახულე და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მივულოცე. რა თქმა უნდა, ძალიან მძიმეა მათთვის, რომ აღდგომას თავისი ქვეყნის გარეთ ხვდებიან. ჩვენთვისაც სამწუხარო რეალობაა, რადგან ეს განცდა არ არის უცხო ჩვენი თანამოქალაქეებისთვის.
აუცილებელია, რომ თითოეულმა უკრაინელმა ოჯახმა თავი იგრძნოს ისე, როგორც საკუთარ სამშობლოში, როგორც საკუთარ ოჯახში და მეგობრების წრეში. დარწმუნებული ვარ, ჩვენი მცირედი ყურადღება და ზრუნვა, მათთვის მნიშვნელოვან მხარდაჭერას წარმოადგენს." - გურჯაანის, სიღნაღის, დედოფლისწყაროსა და საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატი დავით სონღულაშვილი.

„ჩვენს მუნიციპალიტეტში უკრაინიდან ჩამოსულ მოქალაქეებს ვესტუმრეთ და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მივულოცეთ. კიდევ ერთხელ გამოვხატეთ ჩვენი თანადგომა და მხარდაჭერა უკრაინელი ხალხის მიმართ. თითოეულ მათგანს, პირველ რიგში, ვუსურვებ მშვიდობას და საკუთარ სამშობლოში, საკუთარ სახლებში მალე დაბრუნებას." - გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ უტიაშვილი.

გურჯაანის მუნიციპალიტეტში ამ დროისთვის უკრაინიდან ჩამოსული 11 ოჯახი იმყოფება.

[R] გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაცია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]