მაშველებმა 4 500 მეტრ სიმაღლეზე მყოფი უცხოელი ტურისტი, რთული რელიეფის მიუხედავად, საკაცით ვერტმფრენამდე უსაფრთხოდ მიიყვანეს.
სამაშველო ჯგუფთან ერთად, ექიმიც იმყოფებოდა, რომელმაც დაზარალებულს პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზე გაუწია.
სამაშველო ოპერაციის შედეგად, უცხოელი ტურისტი ყაზბეგის საავადმყოფოში გადაიყვანეს.