weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

IRI: საპარლამენტო არჩევნებში 31% ხმას „ოცნებას“ მისცემდა, 16% ენმ-ს, 4% კი – გახარიას პარტიას

22:09 ოთხშაბათი, 27 აპრილი 2022

„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" (IRI) კვლევის თანახმად, კითხვაზე, მომავალ კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, გამოკითხულთა 31% „ქართული ოცნებას“ ასახელებს.

16%-მა განაცხადა, რომ ხმას „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ მისცემდა, 4% კი პარტიას „გახარია - საქართველოსთვის“. 11% ბიულეტენს გადახაზავდა.

დანარჩენი პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა: არ ვიცი – 12%; უარი პასუხზე – 7 %; „დროა - ელენე ხოშტარია“ – 2 %; „სტრატეგია აღმაშენებელი- გიორგი ვაშაძე“ – 2%; „ლეიბორისტული პარტია“ – 2 %; „ხალხისთვის- ანა დოლიძე“ – 2%; „ლელო“ – 2%; „პატრიოტთა ალიანსი“ – 1 %; „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ ინფო“ – 1%; „გირჩი - მეტი თავისუფლება“ – 1 %; „მოქალაქეები -ალეკო ელისაშვილი“ – 1 %; სხვა – 2%; ხმას არ მივცემდი – 4%.

გამოკითხულთა 60% აცხადებს, რომ მომავალ არჩევნებში ახალი პოლიტიკური პარტიების ხილვას ისურვებდა.

31% ამბობს, რომ არსებული პოლიტიკური პარტიებიდან არცერთი არ წარმოადგენს მის ინტერესებს. 30% ფიქრობს, რომ ერთი პარტია მაინც არის ისეთი, რომელიც სრულად წარმოადგენს მის ინტერესებს, ხოლო 35%-ის მიიჩნევს, რომ სულ მცირე ერთი პარტია მაინც მეტ-ნაკლებად წარმოადგენს მის ინტერესებს.

კვლევა ჩატარდა 2022 წლის 4-24 მარტის პერიოდში „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა IPM-ის მიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1486 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი – 64%. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]