weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

ილია II, კალაძე, ზურაბიშვილი, ღარიბაშვილი, ლომჯარია – საჯარო პირების რეიტინგი IRI-ის კვლევაში

22:59 ოთხშაბათი, 27 აპრილი 2022

„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 92% კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის მიმართა არის დადებითად განწყობილი, 4% კი უარყოფითად. შემდეგ მოდის თბილისის მერი კახა კალაძე, რომელიც 53%-ს მოსწონს, 43%-ს კი არა. მესამე ადგილზეა პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი – ის გამოკითხულთა 52% მოსწონს, 45%-ს კი არა.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ დადებითად გამოკითხულთა 47%-ია განწყობილი, უარყოფითად – 48%. რეიტინგში მეხუთე ადგილზეა სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, რომელიც გამოკითხულთა 46%-ს მოსწონს, 40%-ს კი არა. პარტია „ხალხისთვის“ ლიდერის, ანა დოლიძის მიმართ 44% დადებითად არის განწყობილი, 35% კი უარყოფით დამოკიდებულებას აფიქსირებს.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გამოკითხულთა 38%-ს მოსწონს, 56% კი მისით უკმაყოფილოა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიას მიმართ დადებითად 37%-ია განწყობილი, 58% კი – უარყოფითად. ასევე 37%-ია დადებითად განწყობილი კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრ თეა წულუკიანის მიმართ, ხოლო 57%-ს ის არ მოსწონს.

31-31%-ია დადებითად განწყობილი „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის და მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ. გამოკითხულთა 60-60%-ს მათ მიმართ უარყოფით დამოკიდებულება აქვს.

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გამოკითხულთა 27%-ს მოსწონს, 39% არ მოსწონს, 14%-ს კი მის შესახებ არ სმენია.

გამოკითხულთა 76% უარყოფითად არის განწყობილი „ევროპული საქართველოს“ ლიდერის, გიგა ბოკერიას მიმართ. ის მხოლოდ 23%-ს მოსწონს.

69%-ს არ მოსწონს „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე. ასევე 69%-ს უარყოფითი დამოკიდებულება აქვს პარტია „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ ლიდერის, ნინო ბურჯანაძის მიმართ. ჯაფარიძე გამოკითხულთა 23%-ს მოსწონს, ბურჯანაძე კი 25%-ს.

კვლევა ჩატარდა 2022 წლის 4-24 მარტის პერიოდში „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა IPM-ის მიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1486 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი – 64%. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]