weather cur horoscope tv
ნოემბერი 21, 2024

მარტში რუსეთიდან 45 068 ადამიანი შემოვიდა, ბელარუსიდან 20 029, უკრაინიდან კი – 16 923

10:36 ხუთშაბათი, 28 აპრილი 2022

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, მარტში, საქართველოში რუსეთის ფედერაციიდან 45 068 ადამიანი შემოვიდა, ხოლო ბელარუსიდან – 20 029.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, რუსეთის ფედერაციიდან საზღვრის კვეთის მაჩვენებელი, გასული წლის მარტთან შედარებით, 430%-ით არის გაზრდილი, ბელარუსიდან კი 1577%-ით. უცნობია, რუსეთიდან და ბელარუსიდან შემოსული რამდენი ადამიანი რჩება ქვეყანაში.

გასულ თვეში, საზღვრის კვეთების რაოდენობის მიხედვით, ქვეყნების პირველი ექვსეული ასეთია:

  • თურქეთი – 47 678 (ზრდა გასულ წელთან შედარებით 130%)
  • სომხეთი – 30 908 (+375%)
  • აზერბაიჯანი – 18 299 (+247%)
  • უკრაინა – 16 923 (+229%)
  • ევროკავშირის ქვეყნები – 12 041 (+211%)

შსს-ს თანახმად, 2022 წლის მარტში, საქართველოში 124 966 ადამიანი შემოვიდა და 109 691 გასვლა დაფიქსირდა. ყველაზე მეტი ადამიანი თბილისის საერთაშორისო აეროპორტის (99 785 შემოსვლა), სომხეთთან საზღვარზე მდებარე „სადახლოსა“ (39 946) და რუსეთის ფედერაციასთან საზღვარზე მდებარე „ყაზბეგის“ (32 483) სასაზღვრო-გამტარი პუნქტების, ასევე, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის (23 656) გავლით შემოვიდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]