UNWTO-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე ვკითხულობთ, რომ ასამბლეამ რუსეთისთვის წევრობის შეჩერებას მხარი დაუჭირა, გადაწყვეტილება კი ძალაში დაუყოვ შევიდა, მაშინ, როდესაც ორგანიზაციიდან ნებაყოფლობით გასვლა ძალაში შედის მხოლოდ ერთ წლის შემდეგ მას მერე, რაც წევრი ქვეყანა კომუნიკაციას შესაბამისი არხებით ოფიციალურ განცხადებას წარადგენს.
UNWTO-ს გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილია. მისი თქმით, ორგანიზაციის წევრებს აქვთ მკაფიო გზავნილი, რომ ტურიზმი მშვიდობისა და საერთაშორისო მეგობრობის საყრდენია და ორგანიზაციის წევრებმა უნდა დაიცვან ეს ღირებულებები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამონაკლისის გარეშე, შედეგები დადგება.
„ეს საგანგებო გენერალური ასამბლეა აჩვენებს, რომ რუსეთის ქმედებები გაუმართლებელია და ეწინააღმდეგება UNWTO-ს პრინციპებს“, – განაცხადა პოლოლიკაშვილმა.
გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის წევრობის შეჩერება ნიშნავს, რომ რუსეთის ფედერაცია ვერ შეძლებს ისარგებლოს UNWTO-ს წევრის უფლებებით ან პრივილეგიებით, მათ შორის ვერ მიიღებს ორგანიზაციისგან ტექნიკურ დახმარებას და ვერ ჩაერთვება UNWTO-ს ღონისძიებებში.