weather cur horoscope tv
დეკემბერი 30, 2024

საპატრიარქო: რუის-ურბნისის ეპარქიას სათანადო რეაგირება ექნება მორჩილის გინებაზე

18:21 ხუთშაბათი, 28 აპრილი 2022
ფოტოზე - მეუფე იობი და მორჩილი ფოტოზე - მეუფე იობი და მორჩილი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, სასულიერო პირის კაბაში შემოსილი პირი, რომელიც ინტერნეტით გავრცელებულ ვიდეოში ბილწსიტყვაობს, რუს-ურბნისის ეპარქიის მორჩილია.

„ბუნებრივია, ამ ფაქტმა საზოგადოების სამართლიანი აღშფოთება გამოიწვია. აღნიშნული პიროვნება რუის-ურბნისის ეპარქიის კეთილგონიერი ავაზაკის სახელობის მონასტრის მორჩილია. მისი ქმედების შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა ეპარქიას, რათა საეკლესიო სამართლის ფარგლებში ეპარქიაშივე მოხდეს ზემოაღნიშნულ ფაქტზე სათანადო რეაგირება“, – აცხადებენ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

საპატრიარქოს განცხადების შემდეგ მორჩილმა Tik-Tok-ზე მორიგი ვიდეო გაავრცელა, სადაც ბოდიშს იხდის და ამბობს, რომ სასულიერო პირი არ არის.

„ბიჯო, თქვე დალოცვილებო, ჩემი საქციელი თუ არ მოგწონთ, ჩემი საქციელითვე რატომ მპასუხობთ? რატომ მაგინებთ? რატომ მაყენებთ შეურაცხყოფას? რომ მიწერთ, მღვდელია და წვერი უნდა გავპარსოთო და ა.შ. ხომ არ გემალებით, თქვე დალოცვილებო, თქვენა. თუ ვინმეს ჩემი ნახვა გინდათ, გაგიჭირდათ? კახელი კაცი ვარ - ნიკოლოზა ვარ დიღმელიშვილი. დამირეკეთ და გნახავთ, თუ ვინმე ასეთი მაგარი ბიჭები ხართ, კომენტარებში რომ მაგინებთ და მლანძღავთ. რატომ მაგინებთ და ეკლესია რა შუაშია ჩემ მიერ ჩადენილ ცოდვასთან?“, – ამბობს ის.

რუის-ურბნისის ეპარქია შიდა ქართლის რეგიონში მდებარეობს და მას მიტროპოლიტი იობი მართავს. რამდენიმე წლის წინ სწორედ მეუფე იობის ლოცვა-კურთხევით აშენდენდა კეთილგონიერი ავაზაკის სახელობის ტაძარი ყინწვისის მამათა მონასტერთან ახლოს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]