მნიშვნელოვანი ბიზნეს გადაწყვეტილებების მიღებისას პროფესიონალის რჩევა გადამწყვეტია, განსაკუთრებით ახლად დაწყებული ბიზნესისთვის. სწორედ ამის შესაძლებლობას უქმნის თიბისი სტარტაპერებს. წელს სტარტაპ კურსი 2 მაისს დაიწყება და ჯამში 9 სესიას უმასპინძლებს, რომელსაც დარგის წარმატებული ექსპერტები გაუძღვებიან.
- როგორ დავიწყო სტარტაპი - შოთა გიორგობიანი
- როგორ დავგეგმოთ mvp - ლაშა ყანჩაველი
- როგორ მოვარგოთ პროდუქტი ბაზარს - დავით ჩეჩელაშვილი
- სტარტაპის ბიზნეს მოდელი - თორნიკე ჩხაიძე
- მდგრადი განვითარება - ოთო ბერიშვილი
- სტარტაპის ფინანსების მართვა - შალვა ახრახაძე
- ბრენდი და კომუნიკაცია - ნინო ეგაძე
- მომხმარებლის გენერირება ციფრულ არხებში - ნიკა გვახარია
- ინვესტიციების მოზიდვა - დავით ჩიხლაძე
სესიები დაგეგმილია კვირაში ორჯერ - ორშაბათს და ოთხშაბათს, 20:00 საათზე. ლოკაცია: სასტუმრო „რუმს თბილისი“, საკონფერენციო დარბაზი: Dining 1.
სასურველ სესიაზე ან სრულად კურსზე დასწრებას შეძლებს 50 შერჩეული სტარტაპერი. დარეგისტრირდი აქ: https://bit.ly/tbc-startup-course
[R] თიბისი ბანკის ინფორმაცია