weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

პასპორტის აღების მინიმალური ღირებულება 150 ლარი იქნება, პირადობის – 60 ლარი

17:30 პარასკევი, 29 აპრილი 2022
ფოტო სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს არქივიდან ფოტო სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს არქივიდან

მაისიდან საქართველოს მოქალაქის პასპორტისა და პირადობის დამადასტურებელი მოწმობის აღების ღირებულება იზრდება.

როგორც „რეგინფოს“ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში განუცხადეს, განაცხადის გაკეთებიდან მე-10 სამუშაო დღეს პასპორტის დამზადება 100 ლარის ნაცვლად 150 ლარი ეღირება, მე-5 სამუშაო დღეს 180 ლარი, მე-3 სამუშაო დღეს 225 ლარი, მე-2 სამუშაო დღეს 300 ლარი, ხოლო იმავე დღეს – 350 ლარი.

რაც შეეხება პირადობის დამადასტურებელ მოწმობას, დოკუმენტის მე-10 სამუშაო დღეს მიღების საფასური 60 ლარი იქნება, ნაცვლად დღეს არსებული 30 ლარისა. პირადობის მე-5 სამუშაო დღეს მიღება 80 ლარად იქნება შესაძლებელი, მე-3 სამუშაო დღეს 100 ლარი, მე-2 სამუშაო დღეს 120 ლარი, იმავე დღეს კი 150 ლარი.

ამ თანხას ემატება წარსადგენი ფოტოსურათების ხარჯიც.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]