weather cur horoscope tv
დეკემბერი 28, 2024

2021 წელს ემიგრაციაში 99 974 ადამიანი წავიდა, მათგან 80 351 საქართველოს მოქალაქეა

18:20 პარასკევი, 29 აპრილი 2022

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წელს, წინა წელთან შედარებით ემიგრანტების რიცხვი 34.6%-ით გაიზარდა – ქვეყანა 99 974 ადამიანმა დატოვა. ემიგრანტების 88.6%, შრომისუნარიან ასაკში მყოფ მოსახლეობას (15-64 წლის ასაკობრივი ჯგუფი) წარმოადგენს.

გასულ წელს ემიგრანტების 80.4%, 80 351 ადამიანი, საქართველოს მოქალაქე იყო.

იმავე პერიოდში, ქვეყანაში 74 008 ადამიანი დაბრუნდა, რომელთაგან 39 526 (53.4%) საქართველოს მოქალაქე იყო, ხოლო 34 433 ადამიანი – სხვა ქვეყნის მოქალაქე. იმიგრანტების რიცხოვნობა, 2020 წელთან შედარებით, 17.8%-ით შემცირდა.

2022 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ დაახლოებით 3 688 ათასი კაცი შეადგინა. 2021 წელს დაფიქსირდა უარყოფითი ბუნებრივი მატება (-13 960) და უარყოფითი მიგრაციული სალდო (-25 966).

საქსტატის თანახმად, 0-14 წლის მოსახლეობის წილი მთელი მოსახლეობის 20.8%-ს შეადგენს, შრომისუნარიან ასაკში მყოფი მოსახლეობის წილი − 63.7%-ს, ხოლო 65 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის წილი − 15.5%-ს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]