weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

პირბადე სავალდებულო მხოლოდ საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და საავადმყოფოში იქნება

11:39 ორშაბათი, 02 მაისი 2022

დღეიდან, 2 მაისიდან, დახურულ სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება იხსნება. მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, მოქალაქეებს პირბადის გაკეთება მხოლოდ საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და სამედიცინო დაწესებულებაში ყოფნის დროს მოეთხოვებათ.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ეპიდვითარების მხრივ ქვეყანაში „ძალიან სტაბილური სურათია“.

„დღეს 51 შემთხვევა გვქონდა მხოლოდ და მშვიდი ვითარებაა ამ მიმართულებით. ეს ვაძლევს საშუალებას, რომ კიდევ უფრო შევამსუბუქოთ რეგულაციები და დღეიდან პირბადის სავალდებულო ტარება მოიხსნება, მათ შორის, სკოლებში, რადგან ბავშვები განსაკუთრებით წუხან და არა მხოლოდ ბავშვები. ჩვენ, რა თქმა უნდა, დავაკვირდებით დინამიკას და შესაბამისად ვიმოქმედებთ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში ჩატარებული 4638 ტესტის შედეგად, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 51 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დადებითობის დღიურმა მაჩვენებელმა 1.1% შეადგინა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]