როგორც „რეგინფოს“ სოფელში თელავის მერის წარმომადგენელმა, კოტე მესაბლიშვილმა განუცხდა, ბებია და შვილიშვილი მიკროავტობუსის გაჩერებაზე იდგნენ და სკოლაში მიდიოდნენ, რა დროსაც მათ BMW-ს მარკის მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. 59 წლის ქალი ადგილზე გარდაიცვალა. ის სოფელ ვანთის საჯარო სკოლაში მასწავლებლად მუშაობდა.
თელავის რეფერალურ საავადმყოფოში აცხადებენ, რომ ბავშვი მართვით სუნთქვაზე იმყოფება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. სხვადასხვა ტრავმასთან ერთად მას თავის ტვინის დაზიანებაც აქვს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2022 წლის პირველ კვარტალში (იანვარი-მარტი), საქართველოში სულ 1121 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა მოხდა (სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მიხედვით). დაიღუპა 99 ადამიანი და დაშავდა – 1583. სამ თვეში, კახეთში 88 ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა, რის შედეგადაც 13 ადამიანი გარდაიცვალა.