weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

37 კომპანია პლასტიკის პარკების წარმოებისთვის დაჯარიმდა, 30 000 კგ-ზე მეტი პროდუქცია დაილუქა

18:39 ოთხშაბათი, 04 მაისი 2022

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თბილისში, იმერეთში, გურიაში, აჭარაში, შიდა ქართლსა და კახეთში პარკების მწარმოებელი 51 კომპანია შეამოწმეს. როგორც უწყებაში აცხადებენ, 37 ობიექტზე სამართალდარღვევები გამოვლინდა.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჯამში, 3 529 675 ცალი და 23 378 კილოგრამი პარკი, 60 ცალი და 8036 კილოგრამი რულონი და პარკებით სავსე 1501 ცალი ტომარა დალუქეს.

„ჩვენს მიერ იდენტიფიცირებული 51 ობიექტიდან 37-ში არ ხდებოდა კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმების დაცვა. ბიოდეგრადირებადი პარკების წარმოების პარალელურად, სამწუხაროდ, მიმდინარეობდა პლასტიკის პარკების წარმოებაც.

მოხდა შეუსაბამო პროდუქცისს დალუქვა. მასალები გადაგზავნილია სასამართლოში და ველოდებით სასამართლო განხილვას“, – განაცხადა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, მთავარმა სახელმწიფო ინსპექტორმა, ნელი კორკოტაძემ.

2019 წლის ივლისიდან, საქართველოში აკრძალულია ნებისმიერი სისქის პლასტიკის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია (გარდა ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი გამონაკლისებისა). კანონით მხოლოდ ბიოდეგრადირებადი და კომპოსტირებადი პარკებია დაშვებული.

„რეალიზაციის ნაწილში ინსპექტირება თვითმმართველობის ორგანოების კომპეტენციაა და ისინი პერიოდულად ახორციელებენ ინსპექტირებას. ბიზნესისთვის ძალიან მნიშვნელოვანია გაითავისოს ის ვალდებულება, რაც გარემოსა და მომავალი თაობების წინაშე აკისრიათ. უნდა შეწყვიტონ გარემოსთვის დამაზიანებელი პროდუქციის წარმოება“, – განაცხადა კორკოტაძემ.

სამართალდამრღვევად ცნობის შემთხვევაში, კომპანია 500 ლარით დაჯარიმდება, დალუქული პროდუქცია კი კონფისკაციას დაექვემდებარება.

„ვფიქრობთ, რომ ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბერკეტი. კომპანიებს, რომლებმაც ფული დახარჯეს ამ შეუსაბამო პროდუქციის წარმოებაში, სავარაუდოდ, მიადგებათ უფრო მაღალი ეკონომიკური ზიანი, ვიდრე 500 ლარია. ეს ორივე სანქცია ერთდროულად უპირობოდ გამოიყენება. სამართალდარღვევის განმეორების შემთხვევაში ჯარიმა 1000 ლარია“, – ამბობს ნელი კორკოტაძე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]