weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

სასკოლო ექსკურსიის შორ მანძილზე მოწყობა და ღამისთევით წასვლა აიკრძალა

15:45 ხუთშაბათი, 05 მაისი 2022

სასკოლო ექსკურსიებთან დაკავშირებული რეგულაციები გამკაცრდა. 2019 წელს მიღებულ ექსკურსიების განხორციელების წესში ცვლილება შევიდა, რის შედეგადაც აიკრძალა ექსკურსიაზე ღამისთევით წასვლა, ხოლო ექსკურსიის ადგილი სკოლიდან 150 კილომეტრზე მეტით არ უნდა იყოს დაშორებული.

როგორც „რეგინფოს“ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განუცხადეს, ახალი რეგულაციების შესახებ საგანმანათლებლო რესურსცენტებს უკვე აცნობეს.

„მოს­წავ­ლე­თა უსაფრ­თხო­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ექ­სკურ­სია უნდა გან­ხორ­ცი­ელ­დეს მხო­ლოდ ერთ დღე­ში, ღა­მის­თე­ვის გა­რე­შე. ლო­კა­ცი­ის შერ­ჩე­ვა უნდა მოხ­დეს ისე, რომ მან­ძი­ლი სკო­ლი­დან ლო­კა­ცი­ამ­დე არ აღე­მა­ტე­ბო­დეს 150 კმ-ს. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ექ­სკურ­სი­ის დროს არას­რულ­წლოვ­ნე­ბი არ მოხ­ვდნენ მდი­ნა­რი­სა და წყალ­სა­ცა­ვე­ბის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, მე­წყერ­სა­შიშ და სხვა და­უც­ველ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე“, – ნათქვამია მოსწავლეთა ექსკურსიის განხორციელების წესში.

ექსკურსიის ორგანიზატორისა და ხელმძღვანელის მოვალეობებია:

  • ექ­სკურ­სი­ის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი/ხელ­მძღვა­ნე­ლი პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლია მგზავ­რო­ბის პრო­ცეს­ში და ექ­სკურ­სი­ის ლო­კა­ცი­ა­ზე მოს­წავ­ლე­თა უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე, რის­თვი­საც იგი გა­მო­ი­თხოვს და სკო­ლის დი­რექ­ტორს, ექ­სკურ­სი­ამ­დე არა­ნაკ­ლებ 10 დღით ადრე, წა­რუდ­გენს ტრან­სპორ­ტის გა­მარ­თუ­ლო­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბელ დო­კუ­მენტს, მძღო­ლის პი­რა­დო­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტი­სა და შე­სა­ბა­მი­სი კა­ტე­გო­რი­ის ავ­ტო­მან­ქა­ნის მარ­თვის უფ­ლე­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი მოწ­მო­ბის ასლს, ინ­ფორ­მა­ცი­ას ექ­სკურ­სი­ის მიზ­ნე­ბის, და­გეგ­მი­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბის, მო­ნა­წი­ლე პი­რე­ბის (მათ შო­რის, მცი­რე­წლოვ­ნე­ბის), პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი პი­რე­ბის, ექ­სკურ­სი­ის თა­რი­ღი­სა და ლო­კა­ცი­ის შე­სა­ხებ. 
  • სკო­ლის დი­რექ­ტო­რი გა­ნი­ხი­ლავს წარ­დგე­ნილ ინ­ფორ­მა­ცი­ას/დო­კუ­მენ­ტებს და პერ­სო­ნა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით იღებს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ექ­სკურ­სი­ის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის ან გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ზე უა­რის თქმის შე­სა­ხებ.
  • ექ­სკურ­სი­ის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი ვალ­დე­ბუ­ლია მოს­წავ­ლეს, მის წარ­მო­მად­გე­ნელს და ექ­სკურ­სი­ა­ში მო­ნა­წი­ლე სხვა პი­რებს მი­ა­წო­დოს სრულ­ყო­ფი­ლი ინ­ფორ­მა­ცია ექ­სკურ­სი­ის თა­რი­ღის, ლო­კა­ცი­ის, და­გეგ­მილ ღო­ნის­ძი­ე­ბა­თა მიზ­ნე­ბის, აქ­ტი­ვო­ბე­ბის და მო­ნა­წი­ლე და პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი პი­რე­ბის შე­სა­ხებ. 
  • ექ­სკურ­სი­ის ორ­გა­ნი­ზა­ტორს უნდა ჰქონ­დეს მოს­წავ­ლის მშობ­ლის წე­რი­ლო­ბი­თი თან­ხმო­ბა ექ­სკურ­სი­ა­ში მოს­წავ­ლის მო­ნა­წი­ლე­ო­ბის შე­სა­ხებ, თუ მოს­წავ­ლის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი არ ახ­ლავს მას ექ­სკურ­სი­ა­ზე. 
  • ექ­სკურ­სი­ა­ში მო­ნა­წი­ლე სრულ­წლო­ვან პირ­თა შო­რის უნდა იყოს სულ მცი­რე ერთი ქმე­დუ­ნა­რი­ა­ნი პირი, რო­მელ­საც აქვს პირ­ვე­ლა­დი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის აღ­მო­ჩე­ნის უნარ-ჩვე­ვე­ბი.
  • ექ­სკურ­სი­ის ხელ­მძღვა­ნელს სრულ­ყო­ფი­ლად უნდა ჰქონ­დეს მო­ნა­წი­ლე მოს­წავ­ლე­ე­ბი­სა და მშობ­ლე­ბის მო­ნა­ცე­მე­ბი, მათ შო­რის, ინ­ფორ­მა­ცია მო­ნა­წი­ლე მოს­წავ­ლის სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის შე­სა­ხებ. 

ტრანსპორტირების წესი:

  • მოს­წავ­ლე­ე­ბის, მშობ­ლე­ბი­სა და მას­წავ­ლებ­ლე­ბის ექ­სკურ­სი­ა­ზე ტრას­პორ­ტი­რე­ბა უნდა გან­ხორ­ცი­ელ­დეს კა­ნონ­მდებ­ლო­ბით დად­გე­ნი­ლი მო­თხოვ­ნე­ბის დაც­ვით, ფი­ზი­კუ­რი ან იუ­რი­დი­უ­ლი პი­რის მიერ იმ სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბით, რო­მელ­საც გავ­ლი­ლი აქვს ტექ­დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა კა­ნონ­მდებ­ლო­ბით დად­გე­ნი­ლი წე­სით.
  • სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბას უნდა მარ­თავ­დეს შე­სა­ბა­მი­სი გა­მოც­დი­ლე­ბი­სა და სა­თა­ნა­დო კა­ტე­გო­რი­ის მარ­თვის მოწ­მო­ბის მქო­ნე მძღო­ლი. სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბა­ში უნდა იყოს გან­თავ­სე­ბუ­ლი პირ­ვე­ლა­დი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ჩან­თა.
  • მოს­წავ­ლე­თა ტრან­სპორ­ტი­რე­ბი­სას მათი კვე­ბის მიზ­ნით საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ტე­ბის ტრან­სპორ­ტი­რე­ბა უნდა ხორ­ცი­ელ­დე­ბო­დეს სა­ნი­ტა­რუ­ლი პი­რო­ბე­ბის დაც­ვით. შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე არას­რულ­წლო­ვან­თათ­ვის ტრან­სპორ­ტი­რე­ბა უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი უნდა იყოს მათი სა­ჭი­რო­ე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით.

და­მა­ტე­ბით, ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სით (Covid 19) გა­მოწ­ვე­უ­ლი პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში ნე­ბის­მი­ე­რი აქ­ტი­ვო­ბის ჩა­ტა­რე­ბი­სას და­ცუ­ლი უნდა იქ­ნას კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით, კა­ნონ­მდებ­ლო­ბით დად­გე­ნი­ლი ყვე­ლა რე­გუ­ლა­ცია. გარ­და კო­ვიდ­რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის დაც­ვის აუ­ცი­ლებ­ლო­ბი­სა, უნდა შე­ი­ზღუ­დოს სხვა ნე­ბის­მი­ე­რი რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი და­ა­ვა­დე­ბის ნიშ­ნე­ბის მქო­ნე პირ­თა მო­ნა­წი­ლე­ო­ბა სას­კო­ლო ექ­სკურ­სი­ებ­ში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]