weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

ბათუმის სასამართლომ ნათია კაპანაძის სარჩელი არ დააკმაყოფილა

13:00 პარასკევი, 06 მაისი 2022

ბათუმის საქალაქო სასამართლომ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ყოფილი დირექტორის, ნათია კაპანაძის სარჩელი არ დააკმაყოფილა. ნათია კაპანაძე, რომელიც თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობას ითხოვდა, მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და მას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. 

„ბათუმის საქალაქო სასამართლომ მიიღო ის გადაწყვეტილება, რასაც, სამწუხაროდ, ქართული მართლმსაჯულებისგან ველოდებით ხოლმე. თუმცა, მოსამართლემ გვერდი ვერ აუარა იმ საკითხებს, რომელიც ძალიან ცალსახა იყო და მათი გაყალბება იყო შეუძლებელი. მე, როგორც იურისტი, გავივლი ყველა შიდა სამართლებრივ პროცედურას იმისთვის, რომ ვამტკიცო, როგორი აუცილებელია დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი საზოგადოებრივი მაუწყებელი“, – განაცხადა ნათია კაპანაძემ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ.

ნათია კაპანაძემ ბათუმის საქალაქო სასამართლოში სარჩელი სამი წლის წინ, 2019 წელს აპრილში შეიტანა – მას შემდეგ, რაც საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს უმრავლესობამ მას უნდობლობა გამოუცხადა და თანამდებობიდან გადააყენა. კაპანაძის ინტერესებს არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ იცავს. საია ამტკიცებს, რომ საბჭოს მიერ მიღებული სადავო გადაწყვეტილება ეფუძნებოდა არა სამართლებრივ არგუმენტებს, არამედ ნაკარნახევი იყო ხელისუფლების ინტერესით, შეეცვალა მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკა. გარდა ამისა, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ მრჩეველთა საბჭომ გადაწყვეტილება პროცედურული ნორმების დარღვევით მიიღო.

„მოპასუხე მხარეს 17 გარემოება ჰქონდა მითითებული იმპიჩმენტის საფუძველად. აქედან სასამართლომ მხოლოდ რამდენიმე საფუძველი მიიჩნია დასაბუთებულად. დანარჩენი სასამართლომაც დაუსაბუთებლად მიიჩნია, მათ შორის, ისეთი მნიშვნელოვანი გარემოებები, როგორიც არის, მაგალითად, არამიზნობრივი, დაუსაბუთებელი ხარჯები, უტენდერო შესყიდვები და ა.შ.“, – განაცხადა საია-ს იურისტმა პაატა დიასამიძემ.

ნათია კაპანაძე აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორად 2016 წლის ოქტომბერში, სამი წლის ვადით აირჩიეს. მისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხი დღის წესრიგში იმ დროს დადგა, როდესაც უფლებამოსილების ამოწურვამდე ექვსი თვე ჰქონდა დარჩენილი. ბათუმის საქალაქო სასამართლოში 2019 წლის 30 აპრილს წარდგენილი სარჩელით, ნათია კაპანაძე ითხოვდა უნდობლობის საკითხზე მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, თანამდებობაზე აღდგენას და იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურებას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]