weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

თენგიზ ცერცვაძე თანამდებობას არ დატოვებს – გამყრელიძე

15:25 პარასკევი, 06 მაისი 2022

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი, თენგიზ ცერცვაძე თანამდებობას არ დატოვებს.

ცერცვაძემ რამდენიმე დღის წინ დაადასტურა, რომ განიხილავს თანამდებობის დატოვების საკითხს, რადგან უსამართლო და უსაფუძვლო ცილისწამების გამო შეურაცხყოფილია.

„თენგიზ ცერცვაძე გახლავთ ჩემი ერთ-ერთი უახლოესი მეგობარი. მე მასთან მუდმივად მაქვს კონტაქტი.

ამ განცხადების შემდეგაც, გიდასტურებთ, რომ მასთან რამდენჯერმე მქონდა კონტაქტი და ვფიქრობ, რომ ეს საკითხი გადაწყვეტილია. თენგიზ ცერცვაძე თანამდებობას არ დატოვებს.

ის იმდენად დიდი პატრიოტია ქვეყნის, თავისი საქმის, თავისი სისტემის, არ მგონია, რომ თენგიზმა ამ ტიპის გადაწყვეტილება მიიღოს.

ორი წელია, ჩვენ დიდი გამოწვევის წინაშე ვართ, პანდემიაა მთელ მსოფლიოში და ეპიდემიაა ჩვენთან. პირველ რიგში, ექიმებს, ექთნებს და მთლიანად საზოგადოებას მადლობა უნდა გადავუხადოთ. რა თქმა უნდა, შესწავლილი უნდა იყოს ყველაფერი, რაც ამ ორი წლის განმავლობაში ხდებოდა. თუ სადმე გადაცდომები იყო, ამაზე რეაქცია უნდა იყოს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამ საკითხზე კომენტარი ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამაც გააკეთა. მისი თქმით, თენგიზ ცერცვაძე თანამდებობაზე რჩება: „ვაგრძლებთ ყოვლედღიურ რეჟიმში მუშაობას კოვიდის საკითხებზე და ასევე იმ საკითხებზე, რაც ძალიან აქტუალურად დგას“, – აღნიშნა გაბუნიამ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]