weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

პირველ კვარტალში რუსეთიდან 3 880 679 მოქალაქე გავიდა, მათგან 744 548 დე ფაქტო აფხაზეთში

18:12 პარასკევი, 06 მაისი 2022

2022 წლის პირველ კვარტალში, იანვრიდან მარტის ჩათვლით, რუსეთის ფედერაცია 3 880 679 მოქალაქემ დატოვა. უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის სტატისტიკური მონაცემების თანახმად, ყველაზე მეტი, 744 548 ადამიანი ოკუპირებულ აფხაზეთში გავიდა. 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში, აფხაზეთში რუსეთის 789 330 მოქალაქის ვიზიტი დაფიქსირდა.

საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე სამ თვეში რუსეთის 38 281 მოქალაქე შემოვიდა, რაც თითქმის 5-ჯერ აღემატება წინა წლის პირველი სამი თვის მონაცემებს. 2021 წლის იანვარ-მარტში საქართველოში რუსეთის 8504 მოქალაქე იყო შემოსული.

რაც შეეხება რეგიონის სხვა ქვეყნებს, 2022 წლის პირველ კვარტალში რუსეთიდან სომხეთში 134 129 ადამიანი ჩავიდა – სამჯერ მეტი 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ხოლო აზერბაიჯანში – 56 475. აზერბაიჯანში წელს დაახლოებით 2.5-ჯერ მეტი რუსი ჩავიდა, ვიდრე შარშან. პირველ კვარტალში რუსეთიდან თურქეთში 363 849 მოქალაქე გაემგზავრა, 2021 წლის იმავე პერიოდში კი – 468 924.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]