weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ენმ-ის ცნობით, ბათუმში სააკაშვილის მხარდამჭერი აქციის 22 მონაწილე დააკავეს

11:18 შაბათი, 07 მაისი 2022

გვიან ღამით, ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან, სამართალდამცველებმა მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცის მონაწილეები დააკავეს, მათი კარვები კი დაშალეს. აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრის, ელგუჯა ბაგრატიონის განცხადებით, აქციის გამართვისა და კარვების გაშლის ნებართვა მიღებული ჰქონდათ.

„აქ იყო სცენა, კარვები და იმართებოდა აქცია. უკანონოდ შეგვიზღუდეს უფლებები. ძალიან ბევრი ადამიანი ჰყავთ დაკავებული, მათ შორის, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, საკრებულოს წევრები და ქალბატონები. ჩვეულებრივი პუტინის მილიციელებივით იქცევიან“, – განაცხადა ელგუჯა ბაგრატიონმა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, დაკავებულია 22 ადამიანი. სავარაუდოდ, მათ პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან.

„საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელმა დავით მაღღაძემ გვითხრა, რომ თურმე აქ კარვების გაშლის და აქციის უფლება არ გვქონია. გიორგი კირთაძემ სცადა მისგან განმარტება მიეღო და ამ მილიციელებმა შეპასუხება ჩათვალეს პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობად.

დაკავებულია გიორგი კირთაძე, ლევან ანთაძე, საკრებულოს წევრებიდან - ბაჩი მექვაბიშვილი, ლაშა კილაბერია, მემგონი, რეზო ხარაზიც... ძალიან ბევრი ადამიანი დააკავეს. პოლიციელები აქციის ერთ-ერთ მონაწილესთან მივიდნენ, შეგვაგინეო და დააკავეს, მაშინ, როცა მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია“, – აღნიშნა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, მირდატ ქამადაძემ.

როგორც პოლიციის ერთ-ერთმა წარმომადგენლმა მოქალაქეთა დაკავების შემდეგ განაცხადა, აქციის მონაწილეებს განემარტათ, რომ ხალხის რაოდენობიდან გამომდინარე, ქუჩის დაკეტვა საჭირო არ იყო.

6 მაისს, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად თბილისსა და ბათუმში აქციები გაიმართა. აქციის მონაწილეების მოთხოვნა ექსპრეზიდენტის ციხიდან სამკურნალოდ გადაყვანა იყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]