weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

თელავის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი 7-15 ოქტომბერს გაიმართება

10:50 ოთხშაბათი, 13 სექტემბერი 2017

თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში თელავის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი 7-დან 15 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება. მუსიკოს ელისო ვირსალაძის საკონცერტო მოღვაწეობის 55 წლისთავთან დაკავშირებით, მსმენელის წინაშე სხვადასხვა თაობის ცნობილი უცხოელი პიანისტები წარსდგებიან.

ელისო ვირსალაძის გარდა ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ პიანისტები: ბორის ბერეზოვსკი, ლუკას ვონდრაჩეკი, დანიელ პეტრიკა ჩობანუ, მამიკონ ნახაპეტოვი. ასევე, საერთაშორისო კონკურსების ლაურეატები: ჯაიუნ ლი - ვიოლინო , დიმიტრი პროკოფიევი - ჩელო, გიორგი ქობულაშვილი - ჰობოი.

საფესტივალო ორკესტრს უდირიჟორებს არიელ ცუკერმანი. ფესტივალში მონაწილეობს თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი „საქართველოს სინფონიეტა“. ფესტივალი პატივს მიაგებს მისი ერთ-ერთი დამფუძნებლის, ედუარდ ბრუნერის ხსოვნას. გიორგი ქობულაშვილი და საქართველოს სინფონიეტა შეასრულებენ კახა ცაბაძის „ეპიტაფიას“, რომელიც ედუარდ ბრუნერის ხსოვნას ეძღვნება.

ფესტივალის ფარგლებში, 10 ოქტომბერს, საფორტეპიანო მუსიკის კონცერტი წინანდალში, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში გაიმართება.

ცნობილი პიანისტის, ელისო ვირსალაძის მიერ გასული საუკუნის 80-იან წლებში დაარსებული ფესტივალი, 2010 წელს განახლდა და მას შემდეგ, ყოველწლიურად იმართება. ტრადიციულად, ფესტივალი თელავში სხვადასხვა თაობის მსოფლიო რანგის მუსიკოსებს მასპინძლობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]