weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

II მსოფლიო ომის ვეტერანები წელსაც 1000 ლარს მიიღებენ, დაღუპულთა ოჯახის წევრები – 500-ს

11:21 ორშაბათი, 09 მაისი 2022

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 77-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები წელს, ისევე როგორც შარშან, ერთჯერადად 1000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები - 500 ლარს მიიღებენ.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შესაბამის განკარგულებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი უკვე მოაწერა.

მეორე მსოფლიო ომი, რომელშიც საქართველოდან 700 000-მდე ჯარისკაცი და მოხალისე მონაწილეობდა, ევროპაში 1945 წლის 8 მაისს (მოსკოვის დროით 9 მაისს), ვერმახტის კაპიტულაციით დასრულდა. მოკავშირეებმა ფაშისტური გერმანია დაამარცხეს. რუსეთი, საქართველო და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნები ფაშიზმზე გამარჯვებას 9 მაისს აღნიშნავენ, ხოლო ევროპის ქვეყნებში 8 მაისს. 

2021 წლის 9 მაისის მონაცემებით, საქართველოში მეორე მსოფლიო ომის 264 ვეტერანი იყო. საზოგადოებრივი მაუწყებელი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურზე დაყრდნობით წერს, რომ დღეს ქვეყანაში მეორე მსოფლიო ომის 173 მონაწილე ცხოვრობს. მათგან ყველაზე ასაკოვანი 103 წლისაა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]